შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. პრიზები იმიგრაციის თემაზე მომზადებული ტელესიუჟეტებისათვის

ტელეჟურნალისტებს საქართველოდან შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელსაც ატარებს "CIVIS მედია ფონდი ევროპაში ინტეგრაციის და კულტურული მრავალფეროვნებისთვის".

საკონკურსო ტელესიუჟეტები უნდა ეხებოდეს იმიგრაციის თემას. მასალები ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე უნდა მომზადდეს. მათი წარდგენის ბოლო ვადაა 20 იანვარი.

გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაციის "CIVIS მედია ფონდი ევროპაში ინტეგრაციის და კულტურული მრავალფეროვნებისთვის" მიზანია ევროპაში ინტეგრაციასთან და მრავალფეროვნებასთნ დაკავშირებული ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა. ხსენებულ კონკურსში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისათვის ტარდება, დაწესებულია სამი პრიზი:

1. "CIVIS მედია პრიზი" ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის (5000 ევროს ოდენობით) 2. "ევროპული რომას (ROMA) ტელევიზიის" პრიზი (6000 ევროს ოდენობით) 3. "ARD მედია პრიზი" (12,000 ევროს ოდენობით). დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბერლინში 10 მაისს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: http://www.wdr.de/tv/civis/02wettbewerbe02_en.phtml, http://www.wdr.de/tv/civis/index_en.phtml?flash=1. ან დაუკავშირდით ელ. ფოსტით მისამართზე: civis@ARD.de

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test