შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. კონკურსი ჟურნალისტებისთვის აივ-ისა და შიდსის პრობლემებზე საუკეთესო სტატიის გამოსავლენად

World Vision-ის პროექტი "ინფორმაცია აივ-ის და შიდსის შესახებ ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის (HIEBM )" აცხადებს ჟურნალისტურ კონკურს საუკეთესო სტატიის გამოსავლენად.

ნებისმიერი ბეჭდური მედიის ჟურნალისტს, რომელსაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, უნდა დაწეროს და გამოაქვეყნოს სტატია თემაზე "აივ-ის და შიდსის პრობლემა ფეხმძიმე ქალებში და მეძუძურ დედებში".

კონკურსის ორგანიზატორთა აზრით, სტატიაში კონკრეტული პერსონაჟი უნდა ფიგურირებდეს, რათა ნათლად წარმოჩინდეს პრობლემა, ასევე ამ პროცესში HIEBM -ს როლიც უნდა გამოიკვეთოს. საკონკურსო სტატიები უნდა დაიწეროს მაღალპროფესიულად, ჟურნალისტური ეთიკის ყველა ნორმის დაცვით. მიიღება 2005 წლის 17 იანვრიდან 2006 წლის 31 მარტამდე გამოქვეყნებული გამოქვეყნებული სტატიები - ამონაჭრები გაზეთებიდან. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი რეზიუმეები.

ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადა 2006 წლის 3 მარტი. დოკუმენტები დაბეჭდილ კონვერტში უნდა იყოს მოთავსებული და წარდგენილი "დედის და ახალშობილის ცენტრში" (ნუცუბიძის ქ.3).

სასურველია, რომ კანდიდატებმა კონკურსთან დაკავშირებულ სემინარში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც "დედისა და ახალშობილის ცენტრში" 27 იანვარს გაიმართება. ამ შეხვედრაზე ჟურნალისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პროექტის შესახებ. სერტიფიკატების გარდა გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: პირველი ადგილიათვის - $300; მეორე ადგილისატვის - $200; მესამე ადგილისათვის - $100.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ, მისამართზე: იმედაშვილის ქუჩა, 18/17, 0160 თბილისი, ტელ.: (995 32) 43 35 49/50/51/52, ფაქსი: (995 32) 43 35 35, მობ.: (995 99) 16 02 62, ელ-ფოსტა: Mary_Makharashvili@wvi.org ვებ-გვერდი: http://georgia.worldvision.org

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test