შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ჟურნალისტური კონკურსი გარემოსდაცვით თემაზე

ბუნების შენარჩუნების ცენტრი "ბუდე" იწყებს ყოველწლიურ კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად გარემოსდაცვით თემაზე.

სამი საუკეთესო ნაშრომისათვის გათვალისწინებულია ფულად პრემიები: 500, 300 და 200 ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2006 წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ პუბლიკაციები ან სიუჟეტები ეკოლოგიურ თემაზე.

ნამუშევარები შეფასდება კომისიის გადაწყვეტილებით. დაჯილდოვების ცერემონია და გამარჯვებული ნამუშევრების პრეზენტაცია მოეწყობა 2007 წლის იანვარში.

კონკურსის ფარგლებში ბუნებასა და ბუნებრივი რესურსებში იგულისხმება მხოლოდ ე.წ. "მწვანე" საკითხები, ანუ შემდეგი თემები: 1. ცხოველთა და მცენარეთა ველური სახეობები; 2. ეკოსისტემები (ტყეები, ტბები, სანაპირო ზოლი, და ა.შ.); 3. ნაკრძალები და სხვა დაცული ტერიტორიები; 4. ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოხმარების საკითხები: ნადირობა, თევზჭერა, ტურიზმი და რეკრეაცია, ხე-ტყის დამუშავება, არამერქნული ტყის პროდუქტები და სხვა.

კონკურსის ფარგლებში არ განიხილება შემდეგი თემები: 1. ზოგადად ეკოლოგია და გარემო; 2. ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურება; 3. საკვები პროდუქტები (მათ შორის გენმოდიფიცირებული პროდუქტები); 4. ქალაქების ეკოლოგია.

ნამუშევრები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდება: თემის აქტუალობა და პრობლემურობა, პუბლიკაციის ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი, ჟურნალისტის ინოვაციური და ანალიტიკური მიდგომა თემისადმი.

დაინტერესებული ჟურნალისტები ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდნენ შემდეგ მისამართზე: ნუცუბიძის მე-3 პლატო, I მკრ.-ონი.,7/10; ტელ: 32-64-96,53-74-78; ფაქსი: 53-74-78; ელ-ფოსტა: lela@gccw.org ინტერნეტი: www.gccw.org ; www.birding-georgia.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test