შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ამერიკული გრანტები გლობალურ თემებზე შექმნილი ტელეგადაცემებისათვის

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ტელეპროდიუსერებს, შეუძლიათ 20 იანვრამდე აშშ-ს "დამოუკიდებელ სატელევიზიო სამსახურში" წარადგინონ განაცხადები საერთაშორისო ურთიართობათა თემაზე ანალიტიკური ტელეპროგრამის შექმნაზე, რომელიც ამერიკელი მაყურებელზე იქნება გათვლილი.

"დამოუკიდებელი სატელევიზიო სამსახური" ასეთი პროგრამების შექმნის მიზნით გრანტებს გამოყოფს საკუთარი "მედია განვითარების ფონდიდან" IMDF. წარმატებული აპლიკანტები 10 000-დან 150 000-მდე დოლარს მიიღებენ.

კანდიდატებმა 20 იანვრამდე უნდა წარადგინონ ავტობიოგრაფია, ტელეპროგრამის მოკლე შინაარსი და ინფორმაცია მონაწილე პერსონალის შესახებ ინგლისურ ენაზე, ასევე ბიუჯეტი და ადრე შექმნილი ტელეპროგრამა ნიმუშისათვის.

აპლიკანტები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი პროდიუსერები და ფლობდნენ დიდ გამოცდილებას ტელეწარმოაბეში, ამის გარდა, ისინი უნდა ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ აშშ-ს გარეთ.

"დამოუკიდებელი სატელევიზიო სამსახური" ფინალისტებს მარტში გამოავლენს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში ან ივლისში მიიღებენ. გამარჯვებული პროექტების რეალიზება უნდა მოხდეს ერთი წლის განმავლობაში. უფრო დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ, მისამართზე:

http://www.itvs.org/producers/imdf_guidelines.html.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test