შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. რეპორტიორ მანდილოსნებს საქართველოდან ერაყში დაღუპული ამერიკელი ჟურნალისტის სახელობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ

რეპორტიორ მანდილოსნებს საქართველოდან, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2003 წელს ერაყში დაღუპული ჟურნალისტის, ამერიკული გაზეთის "The Boston Globe"-ის კორესპონდენტის, ელიზაბეტ ნოიფერის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსი, რომლის ორგანიზატორია "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ქალთა საერთაშორისო ფონდი" (IWMF), მხოლოდ მანდილოსნებისთვის ტარდება. სტიპენდიების მოპოვება შეუძლიათ იმ რეპორტიორებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის საკითხებს აშუქებენ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2006 წლის 31 მარტი.

კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტი აშშ-ში, ბოსტონთან სიახლოვეს არსებულ უნივერსიტეტებში კვლევით საქმიანობას ჩაატარებს, აგრეთვე აიმაღლებს პროფესიულ დონეს მედია გამოცემებში - "The Boston Globe" и "The New York Times"-ში მუშაობის დროს.

პრეტენდენტები თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას ზეპირ და წერილობით ფორმაში. მათ ასევე მოეთხოვებათ, მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება. დაინტერესებულ ჟურნალისტებს კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ, ვებ-გვერდზე: http://www.iwmf.org/press/9187

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test