შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ფოტოჟურნალისტებს ჩინეთში პრესის საერთაშორისო ფოტო კონკურსზე იწვევენ

მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფოტოჟურნალისტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პრესის მეორე საერთშორისო ფოტო კონკურსში, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჯენში გაიმართება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 15 თებერვალია. კონკურსში მონაწილეობისთვის ფულადი შესატანი საჭირო არ არის.

კონკურსის თემაა - "მსოფლიო და განვითარება". კონკურსის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ წარმოაჩინონ 2005 წლის ვიზუალური სახე, როგორც უფრო მეტად მშვიდობიანი და მსოფლიოს განვითარების ხელშემწყობი. კონკურსს, რომლის ორგანიზატორია ჩინეთის ფოტოჟურნალისტიკის საზოგადოება, ფინანსურ მხარდაჭერას უწევს შენჯენის საერთაშორისო კულტურული გაცვლების ასოციაცია და შენჯენის ბეჭვდის საზოგადოება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფოტოჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ახალი ამბებისა და ფოტო სააგენტოებში, ასევე ჟურნალ-გაზეთებში. ჯილდოები გადაეცემათ გამარჯვებულებს 8 კატეგორიაში: ცუდი ახალი ამბები, საერთო ამბები, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თემების ამბები, პორტრეტები, ყოველდღიური ცხოვრება, სპორტი, ხელოვნება და გართობა, ახალი ამბები ბუნებასა და გარემოს დაცვაში.

დასახელდება თითოეულ კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული ფოტოჟურნალისტი, რის შემდეგაც ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ნომინაციისთვის "წლის საუკეთესო ფოტო". გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 7400 დოლარის ოდენობით, პატარა ქანდაკებას, სერთიფიკატს და ჩინეთში სამოგზაურო ბილეთს. ამას გარდა, კონკურსში მონაწილეთათვის გაიცემა 14 ოქროს პრიზი 1200 დოლარის ოდენობით, პატარა ქანდაკებები და სერთიფიკატები.

ჩინეთის ფოტოჟურნალისტიკის საზოგადოების განცხადებით, კონკურსი მაღალი პროფესიული სტანდარტების და ინფორმაციის თავისუფლად გაცვლის პროპაგანდას შეუწყებს ხელს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე:

http://www.afp.com/english/afp/?pid=whatsnew/chipp. http://www.chipp.cn/index_english.asp http://news.xinhuanet.com/english/2005—12/23/content_3961718.htm

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test