შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. დამოუკიდებელი რეგიონული პრესის მხარდამჭერი პროექტების კონკურსი

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი რეგიონული ბეჭვდითი მედია ორგანიზაციების ორგანიზაციულ-ინსტიტუციონალურ განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მედია ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: - ორგანიზაცია რეგისტრირებული უნდა იყოს და შესაბამისად გამოსცემდეს გაზეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში; - აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ გამოცემული გაზეთი უნდა იბეჭდებოდეს ყოველკვირეული ან უფრო ხშირი პერიოდულობით; - ორგანიზაციის მიერ გამოცემული გაზეთი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების პოპულარიზაციასა და ტოლერანტობის კულტურის დანერგვას; - ორგანიზაციის მიერ გამოცემული გაზეთის გავრცელების არეალი უნდა მოიცავდეს მინიმუმ მხარეს (არ იყოს შემოფარგლული ერთი რაიონული ცენტრით).

კონკურსის პირობები:

- პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დამტკიცებული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა იხ. ვებ გვერდზე - http://osgf.ge/?show=manual - განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს განაცხადის ავტორი ბეჭვდითი მედია ორგანიზაციის ორგანიზაციულ-ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერას (ორგანიზაციის მენეჯმენტის, ადამიანური და ტექნიკურირესურსების განვითარება, ორგანიზაციული მდგრადობის ხარსიხსის გაზრდა); - კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ მიერ გამოცემული გაზეთების ნომრები; - კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ასევე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციებისა თუ კერძო პირებისაგან მიღებული დაფინანსებების შესახებ; - გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების, ექსპერტებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები; - განაცხადს თან უნდა დაერთოს სფეროში მომუშავე ექსპერტთა ან ორგანიზაციათა ორი სარეკომენდაციო წერილი; - დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი პროექტის წარმოდგენა. - პროექტი სამ ეგზემპლარად უნდა იყოს წარმოდგენილი; - პროექტის განხორციელებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5800 აშშ დოლარს;

კონკურსის ფარგლებში გაიცემა ოთხი გრანტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2006 წლის 15 მაისიდან 12ივნისის 17:00 საათამდე. მისამართი ჭოველიძის ქ. #10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52, ელ. ფოსტა - irakli@osgf.ge

საკონტაქტო პირი: ირაკლი ცერცვაძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში ყოველ ხუთშაბათს, 11:00 საათზე, ფონდის ოფისში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test