შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი ,,ახალი გზა’’ და “ზიანის შემცირების პრეს-კლუბი” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის

კონკურსი გამოავლენს საუკეთესო სტატიას სახელწიფო ანტინარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი პირობები:

- საკონკურსო სტაატიებში ასახული უნდა იყოს ნარკოტიკების მოხმარების პრობლემისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების შეფასება; - ავტორთა პოზიცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და ჟურნალისტურ ეთიკას; - ჟურნალისტური ნამუშევრები გამოქვეყნებული უნდა იყოს პერიოდულ პრესაში (გაზეთსა ან ჟურნალში); - კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკონკურსო პერიოდში გამოქვეყნებული სტატიების ელექტრონული ვერსია და გაზეთი/ჟურნალი; - საკონკურსო პერიოდი განსაზღვრულია 2006 წლის 1 თებერვლიდან 1 ივნისამდე; - საკონკურსო სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 9 ივნისი; - კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2006 წლის 26 ივნისს - ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

საპრიზო ფონდი:

დაწესებულია ორი პრემია - თითოეული $ 200-ის ოდენობით.

კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბაქოს ქ. №4. ტელ: 91 17 01, 8 99 11 99 99, ან ელ.ფოსტაზე: newway@geo.net.ge

"ზიანის შემცირების პრეს-კლუბი", საკონტაქტო პირი: მარინა ასათიანი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test