შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ კონკურსი გამოცხადა გენდერულ თემაზე დაწერილი საუკეთესო სტატის გამოსავლენად

აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში, "აფხაზეთის ქალთა ასოციაცია", UNIFEM-ის პროექტის - " ქალები, როგორც მშვიდობისა და გენდერული თანასწორობის დამცველი ლიდერები" - ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საუკეთესო საგაზეთო პუბლიკაციის გამოსავლენად, შემდეგ თემებზე:

1. "ქალი და მისი როლი თანამედროვე საზოგადოებაში".

2. "სქესთა ურთიერთობა და თანამედროვე ოჯახის პრობლემები".

3. "კულტურა, ტრადიცია და მათი ზემოქმედება ქალის საზოგადოებრივ სტატუსზე".

4. "გოგონები - აღზრდის პრობლემები ოჯახში და სკოლაში".

კონკურსის პირობები არ ზღუდავს მონაწილეთა წრეს და პუბლიკაციების ჟანრს. კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები შეიძლება იყვნენ, როგორც პროფესიონალი ჟურნალისტები, ასევე სხვა პროფესიის ადამიანები. ამასთან, პუბლიკაციებს შესაძლებელია ჰქონდეთ ნარკვევის, ინტერვიუს, ესსეს, შენიშვნის და სხვა ფორმები. სპეციალური ჟიური, რომელიც ძირითადად "აფხაზეთის ქალთა ასოციაციის" აქტივისტებისგან შედგება, წარმოდგენილ ნამუშევრებს განიხილავს შემდეგი კრიტერიუმებით:

1. ნამუშევარი უნდა ეძღვნებოდეს ერთ ან რამდენიმე ზემოთჩამოთვლილ თემას.

2. ნამუშევარი უნდა დაიწეროს ლიტერატურულ რუსულ ან აფხაზურ ენებზე და ჰქონდეს მხატვრული ღირებულება.

3. ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე დაბეჭდილი ტექსტის სამ გვერდს (ფორმატი А-4, შრიფტი 11). პრეტენდენტებს შეუძლიათ, ნამუშევარი, საკუთარი გვარ-სახელით ან ფსევდონიმით წარადგინონ კონკურსზე. ყოველ საკონკურსო ნამუშევარს უნდა მიეწეროს დევიზი:"აფხაზეთის ქალთა ასოციაციის კონკურსზე". ნამუშევრების გაგზავნა შეიძლება 2006 წლის 1 თებერვლიდან 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე: სოხუმი, სახაროვის ქუჩა 59, გაზეთ "ნუჟნაიას" რედაქცია.

შედეგების შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოვება მოხდება 1 ივნისს. ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები გამოქვეყნდება აფხაზეთის გაზეთ "ნუჟნაიაში", აფხაზეთის ქალთა ასოციაციის ბიულეტენში ან სხვა გამოცემებში. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.

http://www.apsny.ru/apsnynews/apsnynews.php?mode=more&more=5694

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test