შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. დაიწყო ქართული ინტერნეტ-საიტების კონკურსი

2006 წლის 15 მაისიდან, საქართველოში, სტარტი აიღო პირველმა ყოველწლიურმა კონკურსმა, რომლის მიზანია, საუკეთესო ქართული ინტერნეტ-გვერდების გამოვლენა.

კონკურსის მიზანია ქართული ინტერნეტ-შიგთავსის (ქართული კონტენტის) განვითარების ხელშეწყობა. ქართულ ინტერნეტში უამრავი საინტერესო პროექტი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებს. ორგანიზატორების და სპონსორების მიზანია, ბიძგი მისცეს პროგრამისტებს, დიზაინერებს, საინიციატივო ჯგუფებს, რათა ქართულ ინტერნეტში უფრო მეტი საინტერესო და სასარგებლო ვებ-საიტი შეიქმნას, აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

კონკურსში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს 15 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით შეუძლია საკუთარი საიტის რეგისტრაცია მისამართზე http://www.topsite.ge. პროფესიული ჟიური გამარჯვებულ საიტებს 20 ივნისს გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიები და სხვა საინტერესო პრიზები. კონკურსის კატეგორიები:

1. საუკეთესო მედია საიტი; 2. კულტურა და განათლება; 3. საუკეთესო გასართობი რესურსი; 4. საუკეთესო სერვისი/E-სერვისი (ელექტრონული მაღაზია, აუქციონი, სხვა); 5. საუკეთესო კორპორატიული საიტი; 6. საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაციის საიტი; 7. საუკეთესო სამთავრობო საიტი; 8. ყველზე ინოვაციური პროექტი;

კონკურსის ორგანიზატორები: გაზეთი "ნავიგატორი", სტუდია "ITDC" კონკურსის სპონსორები: გენერალური სპოსნორი "მაგთიკომი", ოქროს სპონსორი " ჯეორჯია ონლაინი".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test