შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. IWMF-მა მანდილოსან ჟურნალისტთა მსოფლიო კონკურსი გამოაცხადა

საერთაშორისო ორგანიზაცია"ჟურნალისტ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ" (IWMF), დაიწყო ნომინაციების მიღება მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, 2006 წელს "ჟურნალისტური მამაცობისა" და "ცხოვრებაში მთავარი მიზნის მიღწევისათვის" ჯილდოების მოსაპოვებლად.

ჯილდო "ჟურნალისტური მამაცობისთვის" გადაეცემათ საკონკურსოდ წარდგენილ იმ ნომინანტებს, რომლებიც მუშაობენ მასმედიის ახალი ამბების განყოფილებაში და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რთულ და სახიფათო ვითარებაში, ხასიათის სიმტკიცე აჩვენეს.

ეს ჯილდო, 5 ათასი აშშ დოლარი, ყოველწლიურად სამ ჟურნალისტ ქალბატონს გადაეცემა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ასევე ბროლის სკულპტურა - თავისუფლებისა და მამაცობის სიმბოლო.

ჯილდო "ცხოვრების მთავარი მიზნის მიღწევისთვის" გადაეცემათ მოწინავე შეხედულებების მქონე ჟურნალისტ მანდილოსნებს, რომელთა გამბედაობამ გზა გაუკვალა ჟურნალისტთა მომავალ თაობებს. ნომინანტებმა უნდა დაამტკიცონ, ასევე სიტყვის თავისუფლებისადმი ურყევი ერთგულება, მათი წვლილი ჟურნალისტიკაში უნდა იყოს ძალზე ღირებული.

ჯილდოზე შეიძლება, როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე ჟურნალისტების წარდგენა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, რომელ მედია საშუალებებში მუშაობენ ისინი. "ცხოვრების მიზნის მიღწევის" ჯილდოს პრეტენდენტი შეიძლება იყოს პენსიაზე გასული ჟურნალისტიც. ნომინანტთა ბლანკების მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.iwmf.org/courage/nominate.php. შევსებული ბლანკებისა და ყველა თანმხლები დოკუმენტების გაგზავნა უნდა მოხდეს "ჟურნალისტ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში (IWMF)", არაუგვიანეს, 2006 წლის 15 მარტამდე. ბლანკები შეიძლება გაიგზავნოს ჩვეულებრივი ფოსტითაც, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.

გამარჯვებულებს 2006 წლის მაისში გამოავლენენ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით განვითარების პროგრამის დირექტორს, ელიზა მუნოზს: 1625 K Street, NW, Suite 1275, Washington, DC 20006, USA. ტელეფონი: + 1 (202) 496-1992, ფაქსი: +1(202) 496-1977. ელექტრონული ფოსტა: courage@iwmf.org ვებ-გვერდზე - www.iwmf.org/courage/awardees.php განთავსებულია ინფორმაცია წინა კონკურსების გამარჯვებულებთა შესახებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test