შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. საერთაშორისო ფოტოკონკურსი „პასუხი ყველაფერზე“

ჟურნალისტური გაერთიანებების საერთაშრისო კონფედერაცია და ევრაზიის მედია ცენტრი, იუნესკოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ჟურნალ-გაზეთების ფოტოკორესპონდენტებისათვის..

კონკურსი "პასუხი ყველაფერზე" ეძღვნება სოციალურ თემატიკას და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ ფოტოჟურნალისტებს, საინფორმაციო სააგენტობს და მედიის რედაქციებს, რომელთა ფოტოებზე ასახული იქნება დღევანდელი რეალობა:

- სიმდიდრის და სიღარიბის კულტურა; - წარმატებული ადამიანები და საზოგადოების დაბალი ფენა; - რთული მოზარდების, მიუსაფართა, ნარკომანიის, პროსტიტუციის და შიდსის პრობლემები;

2006 წლის მაისში მოსკოვში გაიმართება კონკურსში მონაწილეთა დიდი გამოფენა. გამარჯვებულებს და ლაურიატებს საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯებით მოსკოვში გამოფენის გახსნასა და დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ. ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს 2006 წლის 10 აპრილამდე.

კონკურსში მონაწილე პრეტენდენტებმა საკონკურსო ფოტროები, მისი ავტორისა და რედაქციის საკონტაქტო მონაცემები უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: "ევრაზია მედია ცენტრი", მოსკოვი, 119992, ზუბოვსკი ბულვარი სახლი 4, აღნიშვნით "ფოტოკონკურსი" ან ელექტრონული ფოსტით: info@eurasia-media.ru კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს ფოტონამუშევრები საგამოფენო ფორმატით: 30X40 სმ-დან 50X60სმ-მდე.

ფოტონამუშევრები შეიძლება იყოს ფერადი და შავთეთრი, ამასთან, ფოტოები უნდა გაიგზავნოს ჩარჩოსა და სხვა ზედმეტი გაფორმების გარეშე. საკონკურსო ფოტოების ელექტრონული ვერსიის შემთხვევაში: ფოტოების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მატარებლებით ან ელ.ფოსტით. ფოტოები უნდა დამზადდეს შემდეგ ფორმატში: JPEG, Windows Bitmap - Bmp ან Tag Image File Format - TIFF.

ფოტონამუშევრები უნდა იყოს არანაკლებ 1500X 2000 ზომისა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test