შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ერთიანი მსოფლიოს „მედია პრიზი 2006“

იცით, თუ არა განვითარებადი მსოფლიოს რომელიმე მედია ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენა? მოყევით მათ შესახებ და შესაძლებელიამათ პრესტიჟული პრიზი მოიგონ, გარდა ამისა, გამორჩეულ ნომინანტებს ლონდონში დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2006 წლის 17 მარტი

"ერთიანი მსოფლიოს სამაუწყებლო ტრესტის" სპეციალური პრიზი განკუთვნილია იმგვარი მედია პროექტებისთვის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საერთო განვითარებისა და ადამიანების უფელბათა დაცვის საქმეში. ნომინანტი შეიძლება იყოს განვითარებად ქვეყანაში მუმუშავე მედია ორგანიზაცია, ან მედია პროექტი, რომელიც ხორციელდება ან მიმდინარეობს.

განაცხადის წარსადგენად არ არის საჭირო კონკრეტული ფორმების შევსება. უბრალოდ, წარსადგენია პროექტის აღწერილობა (1000-1500 სიტყვა), საკონტაქტო ინფორმაცია, ვებ-საიტის მისამართი (თუ არსებობს) და ინფორმაცია დირექტორის შესახებ. ნომინანტებმა უნდა ჩამოთვალონ მედია რგანიზაციის/ პროექტის ძირითადი მიღწევები და ახსნან, თუ რით არის ის უნიკალური და გამორჩეული. ასევე უნა იყოს აღწერილი თუ როდის დაიწყო პროექტი, რა რაოდენობის აუდიტორია გააჩნია მას, რა საკითხებს აშუქებს იგი და ა.შ.

დაჯილდოების ცერემონია 2006 წლის 8 ივნისს, ლონდონში გაიმართება. საკონკურსო მასალაბი უნდა გაიგზავნოს, მისამართზე:

One World Media Awards 2nd Floor River House 143-145 Farringdon Road London EC1R 3AB United Kingdom ტელ.: +44 (0) 20 7239 1422 +44 (0) 20 7833 8347

http://www.owbt.org/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test