შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ჟურნალისტური კონკურსი „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“

საქართველოს სახალხო დამცველი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებენ ჟურნალისტთა კონკურსს, თემაზე: "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოაქვეყნონ სტატია გაზეთებში, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გამოდის ჩამოყალიბებული პერიოდულობით.

პუბლიკაცია შეიძლება აშუქებდეს და მოიცავდეს:

- საქართველოს ეთნოსთაშორის და რელიგიათშორის ურთიერთობებს; - საქართველოს ეთნოსებისა და მოქმედი რელიგიების ყოველდღიურობას, კულტურასა და თავისებურებებს; - ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს მშენებლობის პოტენციალს; - უმცირესობების მდგომარეობას საქართველოში; - საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის პრობლემას; - საზოგადოებაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების კრიტიკულ ანალიზს; - შეუწყნარებლობასთან, ქსენოფობიასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ასახვას საქართველოში; - სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობათა სხვადახვა ასპექტებს.

გამოქვეყნებული პუბლიკაცია, საზოგადოებაში, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებას, მრავალფეროვნების კულტურის პატივისცემასა და ზემოჩამოთვლილ საკითხებზე დისკუსიის ინიცირებას უნდა უწყობდეს ხელს.

სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიტყვისა.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი - 500 აშშ დოლარი II ადგილი - 300 აშშ დოლარი III ადგილი - 200 აშშ დოლარი

კონკურსის მონიტორინგს წარმართავს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული ვერსია მისამართზე: mindiashvili@ombudsman.ge, გაზეთის, გაზეთის ნომრისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით.

კონკურსის დასაწყისი: 2006 წლის 1 აპრილი. კონკურსის დასასრული: 2006 წლის 1 ნოემბერი კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2006 წლის 16 ნოემბერს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test