შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

4403. კონკურსი პრესის ჟურნალისტებისათვის

ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს მედია-კლუბი და გაზეთი "24 საათი" აცხადებენ კონკურსს თემაზე: "პრივატიზაციის მონიტორინგი მედიაში".

კონკურსის ფარგლებში მიიღება სტატიები, რომლებიც ასახავენ:

- საპრივატიზაციო ობიექტების მდგომარეობას და მათ მიმზიდველობას ინვესტორისთვის და/ან საკონკურსო პირობების შესახებ დამატებით საინტერესო ინფორმაციას და ემსახურებიან პრივატიზაციის გამჭვირვალობას; - დეტალურ და საგულისხმო ინფორმაციას ქვეყანაში შემოსული ინვესტორების შესახებ; - პრივატიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებს და გაჩენილ კითხვებს; - პრივატიზაციის შემდეგ საწარმოებში შექმნილ სიტუაციასა და ახალი მფლობელის მიერ საკონკურსო პირობების შესრულებას;

კონკურსის შედეგად გაიცემა სამი პრემია:

1 პრემია _ 300 აშშ დოლარი 2 პრემია _ 200 აშშ დოლარი 3 პრემია _ 100 აშშ დოლარი

კონკურსში მიიღება სტატიები, რომლებიც გამოქვეყნებულია 2006 წლის 22 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით რეგიონულ, ცენტრალურ ან უცხოურ პრესაში, ანდა ინტერნეტ-გაზეთებში.

სტატიები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Economics@24hours.ge ან მიიტანოთ გაზეთ "24 საათის" ოფისში 26 მაისამდე.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2006 წლის 30 მაისს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test