შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. „ჟურნალისტების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა 2006 ”

საქართველოს გაზეთების რედაქტორებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში "ჟურნალისტების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა 2006 ", რომელსაც ამერიკული გაზეთების რედაქტორთა საზოგადოება (ASNE) და ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) ახორციელებს.

პროგრამა კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათი ყოველდღიური გაზეთის რედაქტორს ამერიკაში ხუთკვირიანი სტაჟირების გავლის საშუალებას აძლევს. სტაჟირება სამფაზიანია: შერჩეული რედაქტორები, თავდაპირველად, რამდენიმე დღეს, ვაშინგტონში იქნებიან და გაივლიან თეორიულ სემინარს ამერიკული ნიუსრუმის მუშაობის სპეციფიკაზე: ლიდერობაზე, ჟურნალისტურ ეთიკაზე, სამუშაოზე აყვანის თავისებურებასა და ტრენირების მეთოდოლოგიაზე, ასევე მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვის საკითხებზე, ინტერნეტ-პუბლიკაციების თემაზე და სხვა. ამის შემდეგ, რედაქტორები ოთხკვირიან სტაჟირებას გაივლიან ამერიკულ გაზეთებში. და ბოლოს, ყველა რედაქტორი ნიუ- იუორკში შეიკრიბება და სტაჟირებისას მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს.

მგზავრობისა და ამერიკაში ცხოვრების ყველა ხარჯს პროგრამის ორგანიზატორები დააფინანსებენ (მათ შორის სამედიცინო დაზღვევსაც). კანდიდატები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.

მსურველებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი რეზიუმეები და გაზეთის ორი ნომერი.

რეზიუმეების და გაზეთების ასლების წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 1 ივნისი, პროგრამა დაიწყება 7 ოქტომბერს და დასრულდება11 ნოემბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის ოფიცერს, დონ ვოლფარტს (Dawn Wohlfarth) შემდეგ მისამართზე:

International Journalism Exchange c/o International Center for Journalists 1616 H Street, N.W. Washington, D.C. 20006 U.S.A. ტელ: +1-202/737-3700 ფაქსი: +1-202/737-0530 ელ.ფოსტა: ije@icfj.org ვებ-გვერდი: www.icfj.org/ije.html

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test