შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" კონკურსი: სტატია კორუფციის თემაზე

?საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო? აცხადებს მესამე, ამჯერად საგაზაფხულო კონკურსს ჟურნალისტებისთვის საუკეთესო სტატიის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომელთაც 2006 წლის გაზაფხულის განმავლობაში, 1 მარტიდან 31 მაისამდე, ქართულენოვან გაზეთში ან ჟურნალში გამოქვეყნებული აქვთ სტატია კორუფციის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 6 ივნისის 16:00 საათისა, ?საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თბილისის ოფისში, მისამართზე რუსთაველის გამზირი 26, უნდა წარმოადგინონ სტატიის ექვსი ასლი და იმ გაზეთის ერთი ასლი, რომელშიც სტატია გამოქვეყნდა (თუ სტატია გამოქვეყნდა გაზეთში ან ჟურნალში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება);

?საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს? ელექტრონულ მისამართზე jaward@transparency.ge გადმოგზავნონ სტატიის ასლი და იმ გაზეთის სახელწოდება, რომელშიც სტატია გამოქვეყნდა შესაბამისი თარიღისა და გაზეთის რედაქტორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (თუ სტატია გამოქვეყნდა რეგიონულ გაზეთში ან ჟურნალში).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა ჟურნალისტმა უნდა შეავსოს შეფასების ფურცელი, რომელიც ნაჩვენებია ვებგვერდზე: http://www.transparency.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10600 და თან დაურთოს სტატიას.

?საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს? მიერ სტატიის მიღების თაობაზე ავტორს ეცნობება დაუყოვნებლივ.

საუკეთესო სტატია გამოვლინდება 20 ივნისს.

მის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და სპეციალური სერტიფიკატი. სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა იმ გაზეთს ან ჟურნალსაც, რომელშიც გამარჯვებული სტატია გამოქვეყნდა. შეკითხვები მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jaward@transparency.ge. პასუხები მიღებულ კითხვებზე განთავსდება ?საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს? ვებ-გვერდზე: http://www.transparency.ge/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test