შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. NED-ის ახალი სასტიპენდიო პროგრამა ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და სწავლულებისთვის

NED-ის ახალი სასტიპენდიო პროგრამა ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და სწავლულებისთვის

ამერიკული ორგანიზაცია "ნაციონალური წვლილი დემოკრატიაში" (NED) აცხადებს კონკურსს 2007-2008 წელს რეიგან-ფასელის სახელობის დემოკრატიის მხარდამჭერ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის. აღნიშნული პროგრამა 2001 წელს დაარსდა და მისი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივისტების, სწავლულებისა და ჟურნალისტების სტაჟირება შეერთებულ შტატებში დემოკრატიის შესახებ ცოდნის გაიღრმავების მიზნით.

რეიგან-ფასელის დემოკრატიის მხარდამჭერი სტიპენდიების პროგრამის მთავარი მიზანია ახალი დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლების დახმარება. კონკურსში მონაწილე კანდიდატებს დემოკრატიის განვითარების საქმეში არსებითი გამოცდილება უნდა გააჩნდეთ.

სტიპენდიანტების სტაჟირება დაიწყება 2007 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2008 წლის 31 ივლისს აშშ-ში, კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს და კვლევისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას.

დაინტერესებულმა ადამიანებმა დამატებითი ინფორაციისთვის უნდა მიმართონ ვებ-საიტს: www.ned.org.

განაცხადების შეტანის წესების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მისამართებზე: www.ned.org/forum/R-FApplication.pdf, www.ned.org/forum/reagan-fascell.html.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 1 ნოემბერი. გამოცდების შედეგები 2007 წლის აპრილში გახდება ცნობილი.

2006 წლის ზაფხულში NED-ი ახალ ოფისში გადავა.

31 ივლისამდე NED-ის ოფისის მისამართია: Program Assistant, Fellowship Programs International Forum for Democratic Studies National Endowment for Democracy 1101 15th Street, NW, Suite 800 Washington, D.C. 20005 Tel.: (202) 293-0300 Fax: (202) 293-0258 E-mail: fellowships@ned.org

ხოლო 2006 წლის 1 აგვისტოს შემდეგ მისი მისამართი იქნება: Program Assistant, Fellowship Programs International Forum for Democratic Studies National Endowment for Democracy 1025 F Street, N.W., Eighth Floor Washington, D.C. 20004 E-mail: fellowships@ned.org

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test