შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ფრანგი დოკუმენტალისტები თბილისში პრაქტიკული სწავლების კურსს ჩაატარებენ

საფრანგეთის მხარე ქართველ პარტნიორებთან ერთად აცხადებს მიღებას დოკუმენტური ფილმების გადაღების სამთვიან პრაქტიკულ სასწავლო კურსზე, რომელიც თბილისში 24 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე ჩატარდება.

როგორც პრაიმ-ნიუსს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კურსს წარუძღვებიან ვარანის სახელოსნოს (Atelier Varan) ფრანგი დოკუმენტალისტები.

პრაქტიკული სასწავლო კურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რუსულ ენაზე. სწავლება ითვალისწინებს ტექნიკური საშუალებების გაცნობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ფილმების ანალიზს, გადაღებასა და მონტაჟს.

დოკუმენტური ფილმების გადაღების სამთვიან კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოკუმენტური ფილმების როგორც დამწყებ, ასევე ცნობილ რეჟისორებსა და არაპროფესიონალებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

განაცხადები საფრანგეთის საელჩოში 15 აპრილამდე მიიღება.

პროექტის ინიციატორები და ორგანიზატორებია საფრანგეთის საელჩოები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, საფრანგეთის ტელევიზია ARTE, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test