შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. კონკურსი ორი დოკუმენტური ფილმის წარმოების დაფინანსებისთვის

ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველო" გამოაცხადა კონკურსი ორი საუკეთესო პუბლიცისტური, დოკუმენტური ფილმის პროექტის გამოსავლენად, რომლის განხორციელებაც დაფინანსდება ფონდის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის მიერ. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ სატელევიზიო სტუდიებს.

კონკურსის პირობები:

- პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დამტკიცებული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა იხ. ვებ გვერდზე - http://osgf.ge/?show=manual); - პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმი უნდა იყოს პუბლიცისტურ- დოკუმენტური ჟანრის; - დოკუმენტური ფილმის პროექტის შინაარსობლივი თემატიკა უნდა იყოს აქტუალური და თანამედროვე ქართული სინამდვილის ამსახველი; - ამავე დროს ფილმების თემატიკა უნდა ემსახურებოდეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ტოლერატნობის კულტურის დანერგვის მიზანს; - პროექტის ფარგლებში განმცხადებელმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური ფილმის შინაარსი და სტრუქტურა (სცენარის მონახაზი), ასევე ფილმის მომზადების მეთოდოლოგია; - პროექტით გათვალისწინებული დოკუმენტური ფილმის მომზადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას; - კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სატელევიზიო სტუდიებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ორგანიზაციის ან/და პროექტის ძირითადი თანამშრომლების მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტების ნუსხა (სასურველია თან ერთვოდეს ვიდეო მასალა DVD ფორმატში); - დოკუმენტური ფილმის მომზადებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 8 000 აშშ დოლარს.

კონკურსის პრიორიტეტული თემატური სფეროებია: სოციალური პრობლემები, ინტეგრაცია, მულტიკულტურალიზმი, გენდერული საკითხები, პოლიტიკური პლურალიზმი, ძალადობის პრობლემა. *ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" იზრუნებს გამარჯვებული პროექტების დაფინანსების შედეგად მომზადებული ფილმების სატელევიზიო ეთერით გადაცემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2006 წლის 4 აპრილიდან 4 მაისის 17:00 საათამდე. მისამართი ჭოველიძის ქ. №10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52, ელ. ფოსტა - irakli@osgf.ge.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ცერცვაძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი. კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში ყოველ ხუთშაბათ დღეს 11:00 საათზე ფონდის ოფისში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test