შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

4410. ფონდი „ინტერნიუსი“ აცხადებს კონკურსს – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატელევიზიო პროგრამის – „ჩვენი ექსპრესის“ მომზადებაში მონაწილეობის

პროექტის მიზანია მოზარდ თაობაში გარკვეული ფასეულობების დანერგვა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამომუშავება. ძლიერი მედიის - ტელევიზიის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ახალგაზრდებს შორის უპრეცედენტო კონტაქტის დამყარება.

პროექტი "საბავშვო გზაჯვარედინი" ხორციელდება საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში.

გადაცემას - "ჩვენი ექსპრესი" 6 ახალგაზრდა ამზადებს. ისინი 2005 წელს მსგავსი კონკურსის მეშვეობით იქნენ შერჩეული. მათ გაიარეს სხვადასხვა სახის ტრენინგები ჟურნალისტიკაში, დაეუფლნენ ოპერატორის და მემონტაჟის პროფესიის საფუძვლებს. ტრენინგებს უძღვებოდნენ უცხოელი კონსულტანტები. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტები დიდი ინტერესით სარგებლობს სამივე ქვეყნის თინეიჯერებს შორის. გადაცემა "ჩვენი ექსპრესი" ყოველ კვირას 11:30 საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით გადის. პროგრამის - "ჩვენი ექსპრესი" მომზადებაში მონაწილეობის მისაღებად ფონდი ინტერნიუსი იწვევს 14-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს და მათ სატელევიზიო პროგრამის წარმოების ყველა ასპექტს შეასწავლის. ბავშვები ვიდეოფირზე გადაიღებენ, შექმნიან რეპორტაჟებს და მოახდენენ თითოეული პროგრამის მონტაჟს. მთელი ეს პროცესი კვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, მაგრამ ახალგაზრდები სიუჟეტების შექმნაზე თავად იქნებიან პასუხისმგებლები, ისინი გარკვეულ ვადებში მუშაობას და ამ, მართლაც, უნიკალურ საერთაშორისო გუნდში ჰარმონიულად თანამშრომლობას მიეჩვევიან.

კონკურსის პირობები:

ა) ასაკი - 14-დან 17 წლამდე; ბ) ენა – ქართული, რუსული; გ) სასურველია ჰქონდეს გამოცდილება რომელიმე სატელევიზიო პროფესიაში; დ) სასურველია იყოს რომელიმე ახალგაზრდული სტუდიის ან მედიაცენტრის წევრი; ე) იყოს კომუნიკაბელური, შეძლოს გუნდში მუშაობა

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტები. სასურველია წარმოადგინონ სარეკომენდაციო წერილები, წარმატების დამადასტურებელი საბუთების ქსერო ასლები (სიგელი, სერტიფიკატი, მოწმობა, დიპლომი...) ანკეტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.internews.ge/pdfs/anketa.pdf (PDF) ან მიიღოთ "ინტერნიუსის" ოფისში - პაოლო იაშვილის ქ.#14/22, თბილისი 0105.

ანკეტების მიღება 2006 წლის 25 მაისის 19:00 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

შორენა ქოჩიაშვილი პროექტის მენეჯერი პაოლო იაშვილის ქ.#14/22, თბილისი 0105 ტელ: (+995 32) 92 33 95/96/97/98 ფაქსი: (+995 32) 92 04 25 shorena@internews.ge www.internews.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test