შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. პრიზები საუკეთესო საერთაშორისო ტელე და რადიო გადაცემებისათვის

საქართველოში მომუშავე ტელე და რადიო კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რათა მონაწილეობა მიიღონ "საერთაშორისო მაუწყებლობის ასოციაციის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსი ტარდება საუკეთესო საერთაშორისო გადაცემის გამოსავლენად.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 1 მაისი.

საკონკურსო პროგრამები ერთ ქვეყანაში უნდა იყოს ნაწარმოები და მეორე ქვეყნის აუდიტორიისთვის განკუთვნილი.

კონკურსი 9 ნომინაციაში ტარდება, გამოვლინდებიან: საუკეთესო რადიო სადგური, საუკეთესო ტელეკომპანია, საუკეთესო გადაცემა; დაწესებულია ჯილდო პროფესიულ კარიერაში მიღწეული წარმატებებისთავის და ა.შ. მაუწყებლებს თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი გადაცემის ან განაცხადის წარდგენა შეუძლიათ. ყველა პროგრამა 2005 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 30 აპრილადმე უნდა იყოს ეთერში გასული.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ასოციაციის არაწევრ მაუწყებლებსაც, ოღონდ ამ შემთხვევაში გადასახდელი იქნება 45 ინგლისური გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 78 აშშ დოლარი).

განაცხადები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: AIB International Broadcasting Awards 2006, Room G105, AIB, Little Sandrock, Cranbrook Road, Hawkhurst, CRANBROOK, TN18 4BD, United Kingdom.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეიგძლიათ იხილოთ: www.aib.org.uk/files/AIB-2006-Awards-120106.pdf და http://www.aib.org.uk/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test