შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. კონკურსი გაზეთის აქტიური მკითხველთათვის

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ყველაზე აქტიური მკითხველისთვის.

გამოქვეყნებული წერილი უნდა ეხებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში სიახლეებს, მომავალი ადგილობრივი არჩევნების თემატიკას და უნდა გამოირჩეოდეს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით.

წერილი არ უნდა აღემატებოდეს ნაბეჭდ ერთნახევარ გვერდს.

კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, გაიცემა 15 პრემია, თითოეული 50 ლარის ოდენობით.

მკითხველის წერილი უნდა იყოს გამოქვეყნებული საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრ გაზეთში 29 მაისამდე. საკონკურსოდ შერჩეული წერილები გაზეთებმა ასოციაციის ოფისში უნდა წარმოადგინონ 2006 წლის 30 მაისს, სამშაბათს, 16 საათამდე, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 45, მე-11 სართული, ტელ: 37 01 20.

გაზეთებმა გამოქვეყნებულ მასალებთან ერთად უნდა წამოადგინონ რედაქციაში შესული ხელნაწერის ქსეროასლი და საკონკურსოდ შერჩეული ავტორის საკონტაქტო მონაცემები.

კონკურსს შეაჯამებს ჟიური და შედეგები 15 ივნისამდე გახდება ცნობილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test