შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ჟურნალისტური კონკურსი თვითმმართველობის კანონმდებლობის და არჩევნების თემაზე

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ასოციაციის წევრი გაზეთების ჟურნალისტებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც 24 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით, ასოციაციის წევრ გაზეთებში გამოაქვეყნებენ მინიმუმ ორ მასალას ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში სიახლეების, მომავალი ადგილობრივი არჩევნების შესახებ.

უპირატესობა მიენიჭება ნამუშევრებს, რომლებშიც მკითხველისთვის საინტერესოდ, მიმზიდველად და მარტივად იქნება გადმოცემული თემატიკა. ჟურნალისტებმა გაზეთში გამოქვეყნებული მასალები და მათი ელექტრონული ვერსიები უნდა მიაწოდონ საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისს 30 მაისს, სამშაბათს, 16.00 საათამდე, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 45, მე-11 სართული, ტელ: 37 01 20. ელექტრონული ფოსტა: info@grma.ge

კონკურსს შეაჯამებს ჟიური და გამარჯვებულთა ვინაობა 15 ივნისამდე გახდება ცნობილი.

ფულადი ჯილდო ასე განაწილდება: პირველი ადგილი 550 ლარი, მეორე ადგილი 370 ლარი, მესამე ადგილი 180 ლარი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test