შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ფოტო, სატელევიზიო სიუჟეტების, ვიდეორგოლების და დოკუმენტური ფილმების კონკურსი

ჟურნალისტთა კავშირების საერთაშორისო კონფედრაცია და ევრაზიის მედია-ცენტრი, იუნესკოს პატრონაჟით, აცხადებს ფოტო, სატელევიზიო სიუჟეტების, ვიდეორგოლების და დოკუმენტური ფილმების მეორე კონკურსს - "ევრაზია. სოციალური პორტრეტი".

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ ჟურნალისტებს, საინფორმაციო სააგენტოებს და პოსტსაბჭოთა სივრცის მასმედიის რედაქციებს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია 2007 წლის 10 მაისამდე გააგზავნოთ ფოტოები ან ვიდეომასალები და ცნობები ავტორის/რედაქციის შესახებ, შემდეგ მისამართზე: ევრაზია-მედია ცენტრი, მოსკოვი, 119992, ზუბოვსკი ბულვარი, სახლი 4, აღნიშვნით "კონკურსი". ფოტოების გაგზავნა შეიძლება ასევე ციფრული სახით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: foto@eurasia-media.ru

2007 წელს, პრესის მსოფლიო დღეს, მოსკოვში, გაიმართება კონკურსის მონაწილეთა საუკეთესო ფოტოების გამოფენა და საუკეთესო ვიდეორგოლების ჩვენება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს მოსკოვში მიიწვევენ გამოფენის გახსნაზე, გამარჯვებულების და ლაურეტების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე.

მოთხოვნები ბეჭვდითი სახის ფოტოებზე:

კონკურსზე წარდგენილი უნდა იყოს ფოტომასალები საგამოფენო ფორმატის - 30X40 სმ 50X60 სმ-მდე. კონკურსზე წარდგენილი მასალები შეიძლება იყოს ფერადი და შავ-თეთრიც. საკონკურსო ფოტო მასალები უნდა იყოს ნაწიბურების, ჩარჩოების და სხვა გაფორმების გარეშე.

მოთხოვნები ელექტრუნული სახის ფოტოებზე:

ფოტოები შეიძლება იყოს ელექტრონულ მატარებლებზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. ფოტოსურათები უნდა იყოს JPEG,Windows Bitmap-Bmp ან Tag Image File Format – TIFF ფორმატში. ფოტოების ზომები - არანაკლებ 150 dpi, 1500X2000.

მოთხოვნები ვიდეომასალებზე: ვიდეორგოლები, სატელევიზიო სიუჟეტები და დოკუმენტური ფილმები მიიღება VHS კასეტებზე და DVD-ზე.

ღონისძიების მიზანია გააერთიანოს ევრაზიის სივრცის ქვეყნები სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში, ამ საკითხის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშუქების გზით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test