შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. საერთაშორისო ჟურნალისტური კონკურსი

პოსტსაბჭოთა ქვეყნის ნებისმიერ ჟურნალისტს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს მესამე საერთაშორისო ჟურნალისტურ კონკურსში "საკომუნიკაციო ტექნოლოგიები პოსტსაბჭოთა სივრცეში: იდეებიდან დანერგვამდე". კონკურსი ტარდება ჟურნალისტთა კავშირების საერთაშორისო კონფედრაციის, მასმედიის კვლევის საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრ "ევრაზია-მედიას" და ტელევიზიის და რადიოს საერთაშორისო აკადემიის ინიციატივით. პროექტს მხარს უჭერენ იუნესკო და კომპანია "ალკატელი". ჟურნალისტთა კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, ტელევიზიის და რადიოს საერთშორისო აკადემიის და "ალკატელის" პრემიები საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის მიენიჭება მაღლფროფესიულ, კომპეტენტურ, მეცნიერებატევად და მნიშვნელოვან მასალებს, რომელიც გამოქვეყნდა პრესაში ან გავიდა ტელე და რადიო ეთერით, 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე.

კონკურსზე ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ:

ნამუშევრების ავტორებს; მასმედიის რედაქციებს, რომლებმაც გამოაქვეყნეს ეს ნამუშევრები; ჟურნალისტურ ორგანიზაციებს; კონკურსის ინიციატორ ორგანიზაციებს.

მოთხოვნები კონკურსში წარსადგენი ნამუშევრებისადმი:

ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ვერსიაში იმ მედიასაშუალების დასახელებით, რომელმაც გამოაქვეყნა მასალა. ამასთან, მითითებული უნდა იყოს პუბლიკაციის თარიღიც; საკონკურსო ნამუშევრების ენა უნდა იყოს რუსული. თუ ნამუშევარი შესრულებულია სხვა ენაზე, აუცილებელია მასზე თანდართული იყოს ზუსტი რუსული თარგმანი; ტექსტები არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ გვერდს; ვიდეო და რადიომასალები წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვეულებრივ მატარებლებზე და თანდართული იყოს საეთერო ცნობები; საეთერო მასალები არ უნდა აღემატებოდეს 13 წუთს;

ყველა ნამუშევარი შეფასდება სამი ძირითადი კრიტერიუმით:

წარმოდგენილ თემაში ავტორის კომპეტენტურობა; თემების ორიგინალობა; თემის გაშლა და მიმზიდველობა მკითხველისთვის.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგაზვნოს საორგანიზაციო კომიტეტში, "ევრაზია მედია-ცენტრის" მისამართზე: მოსკოვი, 119992, ზუბოვსკი ბულვარი 4, აღნიშვნით " "კონკურსზე" ან ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@eurasia-media.ru საკონტაქტო ტელეფონები: + (7 495) 201-52-91; 201-77-70. კონკურსში მონაწილეობის განაცხადაში აუცილებელია მითითებული იყოს ყველა საპასპორტო მონაცემი, ასევე საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონები, სამსახური და თანამდებობა. სარეკლამო უფლებებით გამოქვეყნებულო მასალები, ასევე სარეკლამო პროდუქცია კონკურსზე არ მიიღება. კონკურსი ტარდება 10 თვის განმავლობაში, 2006 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე. ნამუშევრები მიიღეება 2006 წლის 1 ნოემბრამდე.

კონკურსში გამარჯვებულებს მიენიჭებათ პრემიები 4 ნომინაციაში: საუკეთესო საგაზეთო პუბლიკაცია; საუკეთესო პუბლიკაცია ჟურნალში; საუკეთესო რადიოსიუჟეტი (რადიოპროგრამა); საუკეთესო ტელესიუჟეტი (ტელეპროგრამა).

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული დაჯილდოვდება პარიზში გამგზავრებით, 2007 წლის თებერვალში, სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმზე. კონკურსის ლაურიატებისთვის დაწესებულია საჩუქრები და პრიზები. გამარჯვებულები და ლაურიატების დაჯილდოვება გაიმართება ნამუშევრების მიღების ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში, მოსკოვში, ჟურნალისტთა ცენტრალურ სახლში. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა აშოტ ჯაზოიანი, რომელიც ამავე დროს არის ჟურნალისტთა კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი და "ევრაზია მედია - ცენტრის" გენერალური დირექტორი. პროექტის კოორდინატორია ჟანა კიკტენკო.

კონკურისის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.eurasia-media.ru

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test