შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. <br>კონკურსი შტატგარეშე ოპერატორებისთვის

მსოფლიოს ყველა შტატგარეშე ოპერატორს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაცია "RORY PECK TRUST"-ის 2006 წლის კონკურსში. ამ ყოველწლიურ კონკურსში ჯილდო იმ ოპერატორებს გადაეცემათ, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ახალი ამბების გაშუქებისას, განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობის დროს.

გათვალისწინებულია ჯილდოები 4 კატეგორიისთვის: საუკეთესო ჰუმანიტარული გადაღება, მძიმე ახალი ამბების საუკეთესო გადაღება, დოკუმენტური ნარკვევის საუკეთესო გადაღება და ჟურნალისტური საზოგადოებისთვის შეუცვლელი დახმარების აღმოჩენა.

ყველა კატეგორიაში, ლაურიატების შერჩევისას, ჟიური ყურადღებას მიაქცევს ნამუშევრის ნოვაციურ მხარეს და კონცეპტუალიზმს, ჟურნალისტურ ტალანტს, ასევე ვითარებას და პირობებს, რომელშიც ჩატარდა გადაღება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ შტატგარეშე ოპერატორებს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ერთ ან მეტ დამქირავებელზე. კონკურსზე წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ის ნამუშავრები, რომელთა ტრანსლირება მოხდა ახალი ამბების პროგრამაში, 2005 წლის 1 აგვისტოდან 2006 წლის 31 აგვისტომდე. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 1 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთე ვებგვერდი: www.rorypecktrust.org ან დაუკავშირდით კოორდინატორს კლაუდია დოუეტს, ელექტრონულ მისამართზე: awards@rorypecktrust.org ტელ:+44(0) 20 7730 1424

წყარო:IFEX-ის კომუნიკე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test