შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. დოკუმენტური ფილმების ფესტივალი "ღია ჩარჩო 2006"

"იუნესკო" და ინდოეთის "საზოგადოებრივი მაუწყებლლობის ტრესტი" აცხადებს საერთაშორისო ფორუმზე - "ღია ჩარჩო 2006: საზოგადოებრივი მაუწყებლობის საერთაშორისო ფესტივალი და ფორუმი" - წარსადგენი დოკუმენტური ფილმების კონკურსს. ფესტივალი გაიმართება ნიუ დელიში (ინდოეთი) 2006 წლის 15-21 სექტემბერს.

ფორუმზე ინოვაციური, შემოქმედებითი და სოციალური რეკლამის ტიპის დოკუმენტური ფილმების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და ტელეჟურნალების ჩვენება მოხდება.

ფორუში მონაწილეობისათვის აუცილებელია ვებმისამართზე: http://portal.unesco.org/ci/cc, განთავსებული ფორმების შევსება.

შერჩეული ფილმების რეჟისორები დაპატიჟებულები იქნებიან ფორუმზე სადაც მათ საკუთარი ნამუშევრის პირადად წარდგენის საშუალება მიეცემათ. ნიუ დელიში ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს ფორუმის ორგანიზატორები დაფარავენ.

ხსენებული ფესტივალი 2002 წლიდან ტარდება და მისი მიზანია კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების აუდიოვიზუალური ენის მეშვეობით ხაზგასმა.

"იუნესკომ" DVD-ები და სარეგისტრაციო ფორმები 2006 წლის 7 ივლისამდე უნდა მიიღოს. საგულისხმოა, რომ საკონკურსო ფილმებს შორის ფესტივალზე წარდგენილი იქნება ქართული ფონდის, "ინტერნიუსის" დოკუმენტური ფილმი "ერთად და ცალ-ცალკე", რომელიც ქართულ-აფხაზურ პოსტკომფლიქტურ სიტუაციას ეხება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test