შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ლაიფციგის მედიის ასოციაციამ საერთაშორისო ჟურნალისტური კონკურსი გამოაცხადა

ლაიფციგის მედიის ასოციაცია იწვევს დაინტერესებულ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან 2007 წლის პრემიის "თავისუფლება და მედიის მომავალი" მოსაპოვებლად.

პრემია, რომელიც 2001 წელს დაწესდა, ენიჭება იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რისკის ფასად, წარმატებით იცავენ პრესის თავისუფლებას.

კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს 10-10 ათას ევროს ოდენობით. ასევე, მათ გადაეცემათ ბრინჯაოს სტატუები.

ლაიფციგის მედიის ასოციაციის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ამერიკელ ჟურნალისტს საიმორ ჰერშს, პალესტინელ ჟურნალისტს დაუდ ქუთთაბს და ესპანურ გაზეთს "La voz de Galicia"

ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 31 ოქტომბერი. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.leipziger-medienstiftung.de

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test