შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ნორჩი ჟურნალისტების ფესტივალ-კონკურსი „არტეკში“

დსთ-სა და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნების ნორჩ ჟურნალისტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საბავშვო ცენტრ "არტეკის" მეორე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში - "ნორჩი ჟურნალისტების ლიგა "Артек.ua"

მონაწილეთა ასაკია 13-15 წელი.

ფესტივალი ჩატარდება 2006 წლის 30 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.

ფესტივალ-კონკურსის პროგრამით, გაიმართება შეხვედრები ცნობილ ჟურნალისტებთან, წამყვან პროდიუსერებთან, ტელეწამყვანებთან და რეკლამის შემქნელებთან.

კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო სტატია; საუკეთესო ტელესიუჟეტი; საუკეთესო რადიორეპორტაჟი; საუკეთესო ფოტორეპორტაჟი.

კონკურსის თემებია:

ცნობილი არტეკელის ავტოგრაფი; განსჯა მთავარზე; გარდატეხის ასაკის სირთულეები; თუ მე ვიქნები "არტეკის" დირექტორი; სამეფო მეფის და ქვეშევრდომების გარეშე.

პირველი დაუსწრებელი ტურის კონკურსის პირობები:

დაუსწრებელ კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ წარდგინონ როგორც გამოქვეყნებული და ეთერში გასული ნამუშევრები (იგზავნება გაზეთის ის ნომერი, სადაც გამოქვეყნდა ნამუშავერი/საეთერო ცნობა), ასევე გამოუქვეყნებელიც. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 14 ივლისი.

საკუნკურსო ნამუშევართან ერთად მონაწილეებს ევალებათ საკუთარი ფერადი ფოტოსურათისა (10X15, 15X21) საკუთარ თავზე მოკლე ინფორმაციის (ავტორის სახელი და გვარი, ასაკი, სახლის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რამდენიმე სიტყვა იმ შემოქმედებით კოლექტივზე, სადაც ის მოღვაწეობს).

დაუსწრებელი კონკურსის შედეგები:

პირველ დაუსწრებელ ტურში გამარჯვებულები, რომლებიც პირველ ადგილს დაიკავებენ ნომინაციებში, მიიღებენ "არტეკის" საგზურს (24 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე) და გახდებიან მეორე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის - "ნორჩი ჟურნალისტების ლიგა "Артек.ua" მონაწილეები. საორგანიზაციო კომიტეტის მისამართია: 98645, უკრაინა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, "არტეკი", ფესტივალ-კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი, აღნიშვნით - "ნორჩი ჟურნალისტების კონკურსზე". ელექტრონული ფოსტის მისამართი: pressinfo@artek.net , wyk1@yandex.ru, ელვირა ოსმანოვასთვის. მობილური ტელ: +38 (066) 122-57-12 ტელ/ფაქსი:+38 (0654) 363 733

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://sputnik.mto.ru/Seans/Grand/4526.htm

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test