შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. რუმინული გრანტები არარუმინული მედიის ჟურნალისტებისათვის

რუმინული კულტურით დაინტერესებულ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ რუმინული კულტურის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.

განაცხადების წარდგენის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის - საკონკურსო ნამუშევრების განხილვა მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში.

რუმინული კულტურის ინსტიტუტი გასცემს გრანტებს 1 500 ევროს ოდენობით ბეჭდვითი, რადიო და ტელეჟურნალისტებისთვის, რომლებიც არარუმინულ მედიაში მუშაობენ. საგრანტო პროგრამით დაინტერესებულ ჟურნალისტებს რუმინელ კოლეგებთან და რუმინული კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან დაკავშირების საშუელება ექნებათ, ამაში მათ რუმინული კულტურის ინსტიტუტი დაეხმარებათ.

პრეტენდენტთა, სულ ცოტა, ერთი სტატია, რადიო ან ტელესიუჟეტი უნდა იყოს გამოქვეყნებული ადგილობრივ პრესაში ან გასული ადგილობრივ არხებზე. საკონკურსო ნამუშევრების ასლები აღნიშნულ ინსტიტუტს უნდა გადაეგზავნოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: dana@icr.ro, ან ტელეეფონზე: +40-317100-621, ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.artservis.org/izpis_dogodka.asp?hF=1774

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test