შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. პრიზი მოყვარული ჟურნალისტებისთვის

საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის ვებ-გვერდი "ორატო" აგვისტოში ყოველ კვირას 100 აშშ დოლარს გადასცემს მსოფლიოს ნებისმიერ მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც საინტერესო მასალას დაწერს მის ქვეყანაში მომხდარი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

"ორატო" (ლათინურად "მე ვსაუბრობ") მხარს უჭერს მოყვარულ ჟურნალისტებს, ამ ვებ-გვერდის ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების საინტერესოდ აღწერა და ამ ვებ-გვერდზე განთავსება. მიმდინარე თვის პირველი პრიზი გადაეცა ამერიკელ კრისტოფერ სმარტს. მის მასალა შეეხებოდა ტეხასელ ქალბატონს, რომლის ვაჟიშვილი მკვლელობისთვის იქნა გასამართლებული და სიკვდილით დასჯილი.

ინგლისურ ენაზე დაწერილი ნამუშევრის გასაგზავნად საჭიროა ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული მასალისათვის მკითხველთა მიერ მიცემული ხმების რაოოდენობის მიხედვით. სიუჟეტების წაკითხვა შესაძლებელია აქ: http://www.orato.com/home, ხოლო საკუთარი მასალის საიტზე დასადებად უნდა ეწვიოთ: http://www.orato.com/newStory

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test