შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ჯილდო საუკეთესო სტატიისათვის!<br>

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს მეოთხე, ამჯერად ზაფხულის კონკურსს ჟურნალისტებისთვის საუკეთესო სტატიის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომელთაც 2006 წლის ზაფხულის განმავლობაში (1 ივნისიდან - 31 აგვისტომდე ქართულენოვან გაზეთში/ჟურნალში გამოქვეყნებული აქვთ სტატია კორუფციის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 6 სექტემბრის 16:00 საათისა:

1. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თბილისის ოფისში (მისამართი: რუსთაველის გამზირი #26) უნდა წარმოადგინონ სტატიის ექვსი ასლი და იმ გაზეთის ერთი ასლი, რომელშიც სტატია გამოქვეყნდა (თუ სტატია გამოქვეყნდა გაზეთში/ჟურნალში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება); 2. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ელექტრონულ მისამართზე jaward@transparency.ge გადმოგზავნონ სტატიის ასლი და იმ გაზეთის სახელწოდება, რომელშიც სტატია გამოქვეყნდა შესაბამისი თარიღისა და გაზეთის რედაქტორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (თუ სტატია გამოქვეყნდა რეგიონულ გაზეთში/ჟურნალში).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა ჟურნალისტმა უნდა შეავსოს შეფასების ფურცელი და თან დაურთოს სტატიას. დაინტერესებულ პირებს შეფასების ფურცლის გადმოტვირთვა შეუძლიათ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდიდან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ სტატიის მიღების თაობაზე ავტორს ეცნობება დაუყოვნებლივ.

საუკეთესო სტატია გამოვლინდება 20 სექტემბერს. მის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და სპეციალური სერტიფიკატი. სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა იმ გაზეთსაც/ჟურნალსაც, რომელშიც გამარჯვებული სტატია გამოქვეყნდა. შეკითხვები მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jaward@transparency.ge. პასუხები მიღებულ კითხვებზე განთავსდება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test