შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. “ინფორმირებული მიგრაციის” პროექტის პლაკატის ტენდერი

ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "ინფორმირებული მიგრაციის" პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას არალეგალური მიგრაციის შემცირების, კანონიერი მიგრაციის ხელშეწყობის, მდგრადი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავების საქმეში, ამცნოს პოტენციურ მიგრანტებს საქართველოდან მიგრაციის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ.

მთავარი მესიჯი:

ნუ ელით ოქროს კოშკებს საზღვარგარეთ! ათჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი!

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ნამუშევრები ქვემოთ მოცემული ტენდერში მონაწილეობის მიღების პირობების შესაბამისად. პლაკატი გამოიკვრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ავტობუსის გაჩერებებზე, მეტროში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ა.შ.) მთელი საქართვველოს მასშტაბით. იგი აგრეთვე გამოყენებული იქნება საზოგადოებასთან შეხვედრების დროს თბილისსა და რეგიონებში და IOM–ის "ინფორმირებული მიგრაციის" პროექტის სახე გახდება.

ძირითადი პრობლემები: საზოგადოებაში მოარული აზრი იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. კანონიერი მიგრაციის საშუალებების ნაკლებობა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების პირობები:

• გამოაგზავნეთ ფოტო ან სკეჩი ელექტრონულ ფორმატში 42X60 (A2) პლაკატისათვის • თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს რამოდენიმე ფოტო ან სკეჩი • მასალა უნდა შეესაბამებოდეს საინფორმაციო კამპანიის მთავარ მესიჯებს. • IOM მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება • IOM შეიძენს საავტორო უფლებებს და გამარჯვებულ კონკურსანტს თანხას მოლაპარაკების საფუძველზე გადაუხდის. • დაინტერესებულმა კანდიდატებმა ფოტომასალა შემდეგ ელ-ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ: iomtbilisi@iom.ge, 2006 წლის 4 სექტემბრის საღამოს ხუთ საათამდე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test