შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ჯილდო შავი ზღვის და მისი გარემომცველი ბუნებისთვის გაწეული დახმარებისთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შავი ზღვის დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა შორის იქნება "ჯილდო შავი ზღვის და მისი გარემომცველი ბუნებისთვის გაწეული დახმარებისთვის".

26 სექტემბერს სტამბულში გაიმართება სპეციალური ღონისძიება, სადაც მოხდება ყოველი ქვეყნიდან იმ თითო წარმომადგენლის დაჯილდოება, რომელმაც წვლილი შეიტანა შავი ზღვის და მისი გარემომცველი ბუნების გაუმჯობესებაში.

შერჩეულ 6 კანდიდატს მიიწვევენ ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე, სადაც მათ კომისიის წარმომადგენლები გადასცემენ კუთვნილ ჯილდოებს. BშEღP - I უზრუნველყოფს ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს, მაგრამ პრიზთან ერთად არ იქნება ფულადი ჯილდო.

შავი ზღვის ჯილდო განკუთვნილია ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო მედიის ყურადღების მისაპყრობად.

მედიის პაკეტი გავრცელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინატორებში ეროვნულ მედიაში გასავრცელებლად.

შერჩევის პროცესი:

არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინატორებს და BშEღP ქვეყნების ჯგუფების ლიდერებს მოეთხოვებათ შესარჩევი ეტაპის ჩატარება, რომლის მიხედვითაც კანდიდატების შერჩევის ბოლო ვადა იქნება 25 აგვისტო.

შერჩევის პროცესში აქცენტი გაკეთდება ადამიანებზე განათლების, მეცნიერების, მედიის სფეროდან. აგრეთვე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე.

ყოველი ნომინაცია უნდა შეიცავდეს 200-300 სიტყვიან მოკლე ბიოგრაფიულ ინფორმაციას კანდიდატის შესახეხ. ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, ინტერესების სფერო.

შავი ზღვის დასახმარებლად გაწეული პრაქტიკული საქმიანობა: 1. ადგილობრივ დონეზე 2. ეროვნულ დონეზე 3. რეგიონალურ დონეზე

არის თუ არა დაკავშორებული მედიასთან? (თუ არის, გთხოვთ უზრუნველყოთ ინგლისური რეზიუმე რომელიმე სტატიითურთ), თუ არის საშუალება წარმოადგინეთ სურათიც. შერჩევის ფინალურ ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ: კომისიის საბჭო, შავი ზღვის კომისიის მუდმივი სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი პლამენ ჯაჯევი და შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის დირექტორი ქ-ნი ემა ჯილევა.

დაინტერესებულმა ადამიანებმა დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ელ.მისამართებზე: bsea@access.sanet.ge, kakha.bakhtadze@cenn.org, არა უგვიანეს 25 აგვისტოსი, პარასკევს, 17:00 საათამდე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test