შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ჯილდო გარემოს დაცვის თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისთვის

საქართველოში მომუშავე ბეჭდვით და ინტერნეტ-ჟურნალისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურ საერთასორისო კონკურსში, რომლის ორგანიზატორები არიან როიტერის ფონდი და მსოფლიოს კონსერვაციის კავშირი. კონკურსის მიზანია, მსოფლიოში გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმირებულობის დონის გაზრდა, მაღალი დონის ჟურნალისტიკის მხარდაჭერის გზით.

პრეტენდენტებმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადებთან ერთად უნდა წარადგინონ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემაზე მომზადებული ნამუშევრები. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

გამარჯვებულები მსოფლიოს ხუთი რეგიონის მიხედვით გამოვლინდებიან: ლათინური ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, კარიბის ზღვის და ოკეანიის რეგიონები, ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა. რეგიონების მიხედვით გამარჯვებულები 2006 წლის ბოლოს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან, ამასთან, კონკურსის საბოლოო გამარჯვებული 5000 აშშ დოლარს მიიღებს.

ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები (2004 წლის 1 დეკემბრიდან 2006 წლის 10 სექტემბრამდე გამოქვეყნებული) და შევსებული სპეციალური ანკეტები უნდა გააგზავნონ მსოფლიო კონსერვაციის კავშირის უახლოეს ოფისში. (http://www.iucn.org/en/about/offices.htm), თუ მასალ არ არის დაწერილი ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე, მაშინ მასალას თან უნდა ახლდეს ამ ენებიდან ერთ-ერთზე შესრულებული თარგმანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქ-ნ ქეროლინ ვანბექს (მსოლფიო კონსერვაციის კავშირი) ელ.ფოსტა: carolin.wahnbaeck@iucn.org ან როიტერის ფონდის თანამშრომელს შენ ქელის, ელ. ფოსტა: shan.kelly@reuters.com. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს: http://www.iucn.org/en/news/archive/2006/08/10_pr_iucn_reuters_award_en.htm

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test