შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. რადიო კონკურსი ახალგაზრდა მაუწყებლებისთვის

21 წლამდე ასაკის რადიო მაუწყებლებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 2006 წლის იუნისეფის და "ერთიანი მსოფლიოს რადიოს" მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანია აივ და შიდსის ინფექციის შესახებ გაკეთებული საუკეთესო რეპორტაჟების გამოვლენა. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.

აღნიშნული კონკურსი "ერთიანი მსოფლიოს რადიოს" და იუნისეფის მიერ წარმოებული აივ და შიდსის ინფექციის შესახებ საინფომრაციო კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ეწოდება "გავერთიანდეთ ბავშვებისთვის, გავერთიანდეთ შიდსის წინააღმდეგ". გამარჯვებულებს გამოაცხადებენ საბავშვო მაუწყებლობის საერთაშორისო დღეს, 11 დეკემბერს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ექვს წუთამდე სიუჟეტების და ერთ წუთამდე სოციალური რეკლამის ავტორებს, აღნიშნული მასალები ნებსიმიერ ენაზე შეიძლება იყოს შესრულებული. სიუჟეტების და რეკლამების შინაარსი უნდა პასუხობდეს კითხვას; რა ზეგავლენას ახდენს აივ-ინფექცია და შიდსი ბავშვებზე. ახალგაზრდებზე ორიენტირებული პრევენციული ზომებიდან ბავშვებში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებით დამთავრებული.

ყოველ კატეგორიაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული და ორი პრიზიორი. საუკეთესო სიუჟეტები "ერთიანი მსოფლიოს რადიოს" და იუნისეფის ვებ-გვერდებზე განთავსდება. გამარჯვებულები მიიღებენ 500 აშშ დოლარის ღირებულების რადიო აღჭურვილობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ელ.ფოსტა: radio@oneworld.net, ტელ.: +260 1 292740 ან ეწვიეთ: http://radio.oneworld.net/article/view/83424/1/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test