შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. პრესის თავისუფლების მხარდამჭერი პრიზები გაზეთებისა და ჟურნალისტებისთვის

პრესის თავისუფლებაზე ორიენტირებული ორი ჯგუფი ატარებს კონკურსს გაზეთებისა და ჟურნალისტებისათვის, რომლებმაც რეპრესიების პირობებში თავისუფლებისა და მამაცობის მაგალითები უჩვენეს. ორგანიზატორთა აზრით, აღნიშნული კონკურსიგ გამოძახილია აღმოსავლეთ ევროპაში პრესის თავისუფლების ხარისხის გაუარესებისა. დაწესებულია ორი პრიზი: გერდ ბუცერიუსის სახელობის პრიზი აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალი პრესისთვის და რუსეთის გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრიზი. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 ოქტომებრი. პირველი პრიზი განკუთვნილია ბელარუსის, რუსეთის, სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ჟურნალისტებისთვის და გაზეთებისთვის, ხოლო მეორე მხოლოდ რუსული პრესის წარმომადგენლებისთივს.

კონურსი ტარდება ნორვეგიაში დაფუძნებული აზრის გამოხატვის თავისუფლების ფონდის "ფრიტ ორდის" და ZEIT ფონდის მიერ, სულ საპრიზო ფონდი შეადგენს 40 000 ევროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით: ბენტ როალსვიგს bente.roalsvig@fritt-ord.no, ტელ.: +47 23 01 46 47, ან ეწვიეთ: http://www.frittord.no/egendefinert.asp?MId1=26&EDef=3

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test