შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. გენდერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი, "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში", აცხადებს გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსს.

კონკურსის პირობები:

კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს 2005 წლის 1 დეკემბრიდან 2006 წლის 1 დეკემბრამდე შექმნილი გენდერული თემატიკის ამსახველი ბეჭდვითი, სატელევიზიო და რადიო ნამუშევარი.

სტატია/ინტერვიუ/ინტერნეტ გამოცემა/სატელევიზიო/ რადიო გადაცემა უნდა იყოს მომზადებული და გამოცემული საქართველოში მოქმედი მედია საშუალების მიერ.

პროდუქცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის ან ორგანიზაციის მიერ დადასტურებული ასლის/დუბლიკატის სახით.

საპრიზო ფონდი - შერჩეული იქნება სამი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი:

პირველი ადგილი - 1000 ლარის ღირებულების პრიზი.

მეორე ადგილი - 500 ლარის ღირებულების პრიზი.

მესამე ადგილი - 300 ლარის ღირებულების პრიზი.

გამარჯვებული დასახელდება 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის იანვარში.

ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ არა უგვიანეს 2006 წლის 7 დეკემბრისა, დალუქული კონვერტით მისამართზე: საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა, c კორპუსი, ოთახი 034, რუსთაველის პრ. 8, თბილისი, 0118, საქართველო.

საკონტაქტო პირები: ბერდია ნაცვლიშვილი და ლადო მკერვალიშილი, ოფისის ტელეფონი: 923662, მობილური: (893) 333282 - ბერდია ნაცვლიშვილი, (899) 567669 - ლადო მკერვალიშვილი

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - პროექტი - "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test