შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. კონკურსი გაზეთებისთვის

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გაზეთების რედაქციებს, რომლებმაც ახალგაზრდა მკითხველების ყურადღების მიპყრობა შეძლეს, 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი განაცხადები საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი სახელად "მსოფლიოს ახალგაზრდა მკითხველთა ჯილდო" ყოველწლიურად ტარდება მსოფლიო საგაზეთო ასოციაციის მიერ, ამ კონკურსით ჯილდოვდება ის მედია პროექტი ან ღონისძიებათა სერია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა და რომლის შედეგადაც 25 წლამდე ასაკის მკითხველთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდა მოხდა.

აპლიკანტებმა პრეზენტაცია უნდა წარმოადგინონ PowerPoint-ის პროგრამაში, პრეზენტაცია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული და მასში პროგრამის აღწერილობა, განვითარება, მიზნები, მარკეტინგი, შეფასება და შედეგები უნდა იყოს მოცემული, სლაიდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100-ს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 4 კატეგორიაში: სარედაქციო საქმიანობა, საგანმანათლებლო გაზეთები, საზოგადებრივი სამსახური და ბრენდინგი, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს 2000 ევროს. გარდა ამისა, ერთ-ერთი გამარჯვებული გაზეთი მსოფლიო საგაზეთო ასოციაციის მიერ ახალგაზრდა მკითხველების დინტერესების მხრივ წლის საუკეთესო გაზეთად იქნება აღიარებული და მისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები) მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მკითხველებზე ორიენტირებული გაზეთების კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში, 2007 წლის 25-28 მარტს, გაიმართება. მგზავრობის ყველა ხარჯს მსოფლიო საგაზეთო ასოციაცია აანაზღაურებს.

დაინტერესებულმა რედაქციებმა პრეზენტაციის ოთხი ასლი უნდა გაუგზავნონ კონკურსის საორგანიზაციო საბჭოს. მისამართი: WAN Secretariat, 7 Rue Geoffroy St. Hilaire, 75005 Paris, France. თუ პრეზენტაცია არის 5 მეგაბიტზე ნაკლები მოცულობის, მისი გაგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტითაც: youngreader@wan.asso.fr.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: mcherfils@wan.asso.fr, ან ეწვიეთ: http://www.wan-press.org/nie/articles.php?id=149.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test