შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. კონკურსი იმერეთში მომუშავე ჟურნალისტებისთვის

"ვორლდ ვიჟენს ჯეორჯიას" (World Vision Georgia) პროექტის "რესურსები ინკლუზიური განათლებისა და მომსახურეობისთვის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს იმერეთში მომუშავე ტელე, რადიო და პრესის ჟურნალისტებისთვის. კონკურსი გამოავლენს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარს (ტელე, რადიო და ბეჭდვითი ნამუშევარი) ინვალიდი ბავშვების შესახებ.

დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა კონკურსში მონაწილეობის დასტური ღობნისძიების ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნონ 2006 წლის 2 ოქტომბრამდე. პრეტენდენტები 10 ოქტომბერს გაივლიან "ვორლდ ვიჟენის" მიერ ორგანიზებულ ნახევარდღიან სემინარს, რომლის თემა იქნება ინვალიდობა. მომზადებული საკონკურსო ნამუშევარები უნდა გამოქვეყნდეს ან გავიდეს ეთერში 29 ოქტომბრამდე. "ვორლდ ვიჟენში" მზა მასალებისა და მონაწილეთა რეზიუმეების წარედგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

პრესის წარმომადგენლებმა უნდა წარადგინონიმ გაზეთების, სულ ცოტა, ორი ნომერი, რომელშიც დაბეჭდილი იქნება მათი სტატიებია, ამასთან, ტელე და რადიო ჟურნალისტების მიერ წარდგენილი ნამუშვერების ჩანაწერები უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

გამარჯვებულებისთვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:

1 ადგილი: 200 დოლარი 2 ადგილი: 150 დოლარი 3 ადგილი: 100 დოლარი

საკონკურსო ნამუშევრები "ვორლდ ვიჟენის" საკუთრება გახდება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდით თამუნა კვარაცხელიას, კომუნიკაციის ოფიცერს, "World Vision Georgia", ტელ.: (995 32) 43 35 49/50/51, ელ. ფოსტა: tamuna_kvaratskheli

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test