შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.09

2012

კონკურსები

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსი ჟურნალისტებისათვის - „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი კონკურსი მედიისა და ხელოვნების დარგში

2012 წლის ჯილდო - მოსამართლის  ოქროს ჩაქუჩი 

ჯილდოს აღწერა და მიზანი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველწლიური მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის ჯილდო მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მიღვაწე პირების მიერ საქართველოს სასამართლოების მუშაობის გაშუქების შეფასებას. ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ნამუშევრებს ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში, პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნებაში. ჯილდო  პატივს მიაგებს მედიისა და ხელოვნების წარმომადგენელთა ძალისხმევას, გააშუქონ სასამართლო და მოსამართლეები გონივრული, დროული, ზუსტი და ანალიტიკური მიდგომით, რაც იმავდროულად  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

კონკურსის ვადები

10  აპრილი:                         კონკურსის გამოცხადება

28 სექტემბერი:                            განცხადების შემოტანის ბოლო ვადა

ივლისი-ოქტომბერი:        კომტეტის მიერ განცხადებების განხილვა

ნოემბერი:                         გადაწყვეტილება

დეკემბერი:                            კრებულის გამოცემა

დეკემბერი:                          დაჯილდოების ცერემონია

კონკურსში მონაწილების მსურველის შესაბამისობა

მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები აუცილებელია იყოს რადიოთი გადმოცემული, დაბეჭდილი ან შესრულებული 2012 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის  პერიოდის განმავლობაში. საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგენდეს ვორდის დოკუმენტს და თან ახლდეს მისი გამოცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ვიდეო მასალა. სამაუწყებლო ან საშემსრულებლო ნაშრომი უნდა შეიცავდეს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერს და წერილობით ტრანსკრიპტს. მასალა წარდგენილი უნდა იყოს რომელიმე აღნიშნული ხუთიდან ერთ-ერთი კატეგორიაზე. თითოეული კატეგორიისთვის დაწესებულია ერთი  ჯილდო. კონკურსანტებმა შეუძლიათ მონაწილეობა ერთზე მეტ კატეგორიაში მიიღონ:

  • ბეჭდური მედია
  • ტელევიზია
  • რადიო
  • ბლოგი
  • პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნება

ჟიურის წევრთა კომიტეტის თანამშრომელებს, კოლეგებს ან ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

ჟიურის შემადგენლობა

1 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ან წევრი (კონკურსის კომიტეტის თავმჯდომარე)

1 მოსამართლე

1 ადვოკატი

1 მედიის სპეციალისტი

1 ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) თანამშრომელი

შეფასების კრიტერიუმები

გადაწყვეტილების მიღებისას ჟიური ქვემოთ  მოცემული ზოგადი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალში არსებული კითხვები.

1)    ნაწერის ან ვიდეო/აუდიო მასალის ხარისხი

2)    მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხის ანალიზი

3)    კონკრეტული თემის სიახლე და მნიშვნელობა

შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი

პერსპექტიულმა მონაწილეებმა განცხადების შემოტანისას ქვემოთ მოცემული 10  შეკითხვით უნდა იხელმძღვანელონ.  აღნიშნული შეკითხვები, სხვადასხვა კუთხით თანაბრად შეიძლება დაუკავშირდეს მედიისა და ხელოვნების ნაშრომებს.

გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ აღნიშნულ უმეტეს მოთხოვილებებს.

        - იყო თუ არა საკონკურსე მასალა იმ მოცულობის რომ მთლიანად მოეცვა შესასწავლი თემა?

        - შეიცავდა თუ არა ნაშრომი რამდენიმე განსხვავებულ აზრს კომპლექსური საკითხის ასახსნელად?

        - იყო თუ არა საკმარისი წყაროები განხილული სრულყოფილი და მრავალმხრივი მტკიცებულების მოსაყვანად და შესწავლილი საკითხის გასამყარებლად?

         - იყო თუ არა საკითხი საკმარისად მნიშვნელოვანი ან სიახლის მატარებელი და მისი განხილვა რამდენად უფრო ფართო და ღრმა იყო წინა და მიმდინარე დაკავშირებულ თემებთან შედარებით?

         - იყო თუ არა ნაშრომში ციტირებული შესაბამისი  საექპერტო წყაროები?

         - გამოიყენა თუ არა ავტორმა სტატისტიკური ანალიზი თავისი ნაშრომის გასამყარებლად?

         - იყო თუ არა ავტორის მიერ შესწავლიალი რეკომენდაციები სიტუაციის გამოსწორების, განსახორციელებული აქტივობები და რეფორმები?

         - არის თუ არა დემონსტრირებული ნაშრომით რომ ავტორმა გამოიჩინა ძალისხმევა რომ აღეწერა მართლმსაჯულების ან მისი მონაწილე სუბიექტების როლები  სტატიაში/სიუჟეტში/პროდუქტში?

         - წარმოადგნინა თუ არა კონკურსში მონაწილემ იმის მტკიცებულება რომ მისი ნაშრომი  ფართო  აუდიენციისათვის იყო ხელმისაწვდომი ?

         - ნაშრომის ხარისხი იყო თუ არა უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული?

საკონკურსო ნაშრომებს თან უნდა ახლდეს მოტივაციის წერილი და გამოგზავნილ იქნას არაუგვიანეს 5 საათისა 2012 წლის 28 სექტემბერს შემდეგ ელ. ფოსტაზე: council@hcog.gov.ge

გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკებმბერში, ყოველწლიურ ოქროს ჩაქუჩის დაჯილდოების ცერემონიაზე. მათ გადაეცემათ სერთიფიკატი და ჯილდო ”მოსამართლის ოქროს ჩაქუჩი”

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test