შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.10

2012

კონკურსები

1. კონკურსი თემაზე: რეზოლუცია1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ კავკასიის პროგრამა აცხადებს კონკურსს თემაზე: რეზოლუცია1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება.

კონკურსი ცხადდება ინიციატივია „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ხმა ცვლილებებისთვის“ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ „გაეროს ქალთაორგანიზაციასთან“ პარტნიორობით.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს და წაახალისოს საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია1325-თან დაკავშირებული საკითხების გაშუქება.

საკონკურსოდ მომზადებული ბეჭდური მასალები თავისი შინაარსით უნდა პასუხობდეს გაეროს უშიშროებისსაბჭოს რეზოლუცია 1325-ის სულისკვეთებას და ითვალისწინებდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

    - უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა;

    - კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინება;

    - ომისა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალთა უფლებების დაცვა, მათი სპეციფიკური საჭიროებების უზრუნველყოფა.

ჟურნალისტური სტატიის ან სტატიების მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1000 და არანაკლებ 600 სიტყვისა.კონკურსანტს, რომელიც ასევე სტატიებთან ერთად მოგვაწვდის ფოტო მასალას მიენიჭება უპირატესობა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება რამოდენიმე გამარჯვებული, რომელთათვისაც გათვალისწინებულიასპეციალური ფულადი ჯილდო.

ნაშრომები შესაძლებელია მომზადებული იყოს ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენებზე.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელფოსტით, მისამართზე : info@iwpr.ge ან წარმოდგენილ იქნას „ომისა დამშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ოფისში, მისამართზე: ძმები ზუბალაშვილების 7ბ.

კონკურსის ვადები: განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 29 ოქტომბერი 13:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგი კუპატაძეს, „ომისა და მშვიდობისგაშუქების ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის რედაქტორს.

ელფოსტა: giorgi@iwpr.net

ტელეფონი: +995 32 2990 101 

IWPR-ის შესახებ:

"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ და კრიზისულ რეგიონებში მუშაობს მედიის განვითარებისა და თავისუფალი სიტყვის ხელშეწყობისათვის. ცხრა რეგიონული პროგრამის ფარგლებში, IWPR პროექტებს ოცზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს (http://www.iwpr.net).

UN Women-ის შესახებ:

UN Women გაეროს ორგანიზაციაა, რომელიც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს. ქალთა და გოგონების საკითხებზე მომუშავე გლობალური ორგანიზაცია, მთელ მსოფლიოში მათი საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხში პროგრესის დაჩქარების მიზნით იყო შექმნილი. დამატებითი ინფორმაციისთის ესტუმრეთ:http://www.unwomen.org

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test