შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

სტრასბურგში გაიმართება კონფერენცია სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხებზე

ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, ევროპის საბჭო 13-14 ოქტომბერს, სტრასბურგში აწყობს კონფერენციას თემაზე: "სიტყვის თავისუფლების დაცვა და ინფორმაციის მიღების უფლება - მედია კრიზისული სიტუაციების დროს". განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მედიის მდგომარეობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

კონფერენციაზე განიხილავენ, რამდენად სრულდება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის 10-ე მუხლი აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში.

კონფერენციზე მიწვეულნი არიან მედიისა და სიტყვის თავისუფლების სფეროში მოღვაწე საზოგადო ფიგურები, პარლამენტარები, მედიის წარმომადგენელები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დამცველი გენერალური დირექტორატის მედია განყოფილებას. მისამართი: FR-67075 Strasbourg Cedex ტელ: +33 (0)3 88 41 26 06 ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 05 E-mail: media@coe.int

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test