შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

იალტაში დსთ-ს ქვეყნების რადიომაუწყებელთა კონფერენციაზე ქართული რადიოკომპანიები არ მიუწვევიათ

იალტაში (უკრაინა) 24-25 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია " რუსეთის ხმა" დსთ-ს ქვეყნებში: ახალი განზომილება" როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "РИА Новости" იტყობინება, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი რუსეთის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის კომპანია (РГРК) "Голос России" ("რუსეთის ხმა") კონფერენციაზე იწვევს პარტნიორ რადიოებს (FM-ზე მაუწყებელ) თანამეგობრობის ქვეყნებიდან.

კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, პროფესიონალი რადაიომაუწყებლები რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან განიხილავენ დსთ-ს ქვეყნებს შორის ინფორმაციული თანამშრომლობის ახალ ფორმებსა და მათი რეალიზების პერსპექტივებს.

მომხსენებლები ისაუბრებენ რადიოკომპანიებისა და მათი პარტნიორების მუშაობის სხვადახვა ასპექტზე, მაუწყებლობის უზრუნველყოფაზე დსთ-ს ქვეყნებში. მიუხედავად კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებისა, გაირკვა, რომ იალტაში დაგეგმილ კონფერენციაზე მიუწვეულნი არ არიან ქართული რადიოკომპანიების წარმომადგენლები.

კომპანია "რადიო საქართველოს" (რადიოარხები "ფორტუნა", "ფორტუნა+" და "არ დაიდარდო") გენერალური დირექტორის მოადგილის, თამარ ჩიგოგიძის განცხადებით, ხსენებული კონფერენციის ჩატარების შესახებ მისთვის არავის უცნობებია და არავის მიუწვევია. იგივე განაცხადეს რადიოკომპანია " პირველი რადიოს" პრეზიდენტმა ზურაბ ჭელიძემ და "საქართველოს რადიოს " ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test