შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს

კონკურსის მიზანია, მოსახლეობის მოლოდინების შესწავლა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამირებასთან დაკავშირებით. კონკურსი ცხადდება საზოგადოებრივ კვლევებზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის. კონკურსის პირობები: პროექტი შესრულებული უნდა იყოს ფონდის საგანაცხადო ფორმის მიხედვით.

გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია:

1. განახორციელოს რაოდენობრივი ტიპის საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით. გამოკითხულ რესპოდენტთა რაოდენობა უნდა იძლეოდეს ცალკეული რეგიონების რეპრეზენტატიული შედარების საშუალებას. კვლევა უნდა განხორციელდეს შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით:

ა) სამაუწყებლო ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა: საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგული მაჩვენებლები საეთერო დროისა და პროგრამირების ჭრილში; მოლოდინებისა და რეალობის თანხვედრა - რა ტიპის გადაცემებს მოელის მოსახლეობა და რა ტიპის გადაცემებს იღებს რეალობაში. ბ) ელექტრონული ბაზრის მომხმარებელთა კვლევა: როგორია მოსახლეობის სამომხმარებლო ჩვევა – რას, რატომ და როდის უყურებს და უსმენს საქართველოს მოსახლეობა; როგორია მომხმარებლის სურვილი – რას, რატომ და როდის უყურებდა და მოუსმენდა საქართველოს მოსახლეობა. გ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: რამდენად მიუწვდება ხელი საქართველოს მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ობიექტურ ინფორმაციაზე; რა შინაარსობრივი (ჟურნალისტთა არაკომპეტენტურობა და/ან არაპროფესიონალიზმი, იდეოლოგიური ზეწოლა, ენობრივი ბარიერი და სხვა.) და ტექნიკური (სიგნალის მიღება, ტელევიზორის ქონა/გამართული მუშაობა და სხვა.) პრობლემები არსებობს ობიექტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები: რა სახის ინფორმაციის მიღებით არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობა; რა დროს, რა ფორმატით და რომელი მატარებლით (რადიო თუ ტელევიზია) ურჩევნია ამა თუ იმ ინფორმაციის მიღება; რა ენაზე ურჩევნია ამა თუ იმ ინფორმაციის მიღება. ე) ადგილობრივი პრობლემატიკის პრიორიტეტულობა დღევანდელ მაუწყებლობაში: რომელია ის ადგილობრივი პრობლემები, რომელთა გაშუქება, მოსახლეობის აზრით, პრიორიტეტული უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის; რამდენად აკმაყოფილებს მოსახლეობას ამ კუთხით დღეს არსებული მდგომარეობა და თუ არ აკმაყოფილებს, რაში ხედავს ნაკლოვანების მიზეზებს.

2. კვლევის დასრულების შემდეგ მოამზადოს შესაბამისი ანგარიში და საპრეზენტაციო ფაილი;

3. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად ორგანიზება გაუწიოს კვლევისა და ანალიზის შედეგების პრეზენტაციას. პრეზენტაციაზე უნდა მოიწვიონ ყველა დაინტერესებული მხარე: მაუწყებლობის წარმომდაგენლები და ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს §25 000-ს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებები მიიღება 2005 წლის 19 დეკემბრიდან 2006 წლის 20 იანვრის 17:00 საათამდე. მისამართი: ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52, ელფოსტა - irakli@osgf.ge

საკონტაქტო პირი: ირაკლი ცერცვაძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test