შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.01

2010

ფესტივალები

მოკლმეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

კინო რეჟისორებს, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ სოციალურ ცვლილებებს საკუთარი ნამუშევრების საშუალებით,  საშუალება ეძლევათ მოკლმეტრაჟიანი ფილმები წარადგინონ კინო ფესტივალზე "მედია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს" (Media that Matters). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 22 იანვარი.

საკონკურსო ნამუშევრის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს  12 წუთს და  უნდა აშუქებდეს სოციალურ ან გარემოს დაცვით თემას. წლევანდელი  ფესტივალი ეძღვნება ისეთ თემებს როგორიცაა მედია განათლება, ადამიანის უფლებები, LGBTQ (ჰომოსექსულები, ბისექსუალები, ტრანსექსუალები) და სექსუალური იდენტურობა, ახალგაზრდების აქტივობა და ზოგადად საერთაშორისო საკითხები. საკონკურსო მასალები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად (ბმულის საშუალებით) ან DVD ფორმატით.

შერჩეული ფილმები ნაჩვენები იქნება ნიუ იორკში.

რეგისტრაციის თანხა მერყეობს 10-დან 25 აშშ დოლარამდე. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს გაგზავნოს მაქსიმუმ 2 ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ და სათემო მედია ცენტრებს უფლება აქვთ წარადგინონ 5-მდე  ფილმი.

ფესტივალი არის კორპორაცია Arts Engine, Inc-ის (www.artsengine.net) პროექტი.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.mediathatmattersfest.org/submit.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test