შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

04.06

2013

ვაკანსიები

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდული მედია ბანაკის ტრენერის პოზიციაზე

"ინტერნიუსი-საქართველო" წარმოადგენს ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია საკომუნიკაციო პოლიტიკის სტიმულირების გზით. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ემსახურება როგორც მედიის პროფესიონალებს ასევე საქართველოს საზოგადოებას, რათა ისინი უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავისი აქტიურობით შესაძლებელი გახადონ პოზიტიური ცვლილებები.

პოზიციის დასახელება:  ახალგაზრდული მედია ბანაკის ტრენერი

კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება

სამუშაოს პერიოდი: 2013 წ. სექტემბერი

პოზიციის მიზანი:
პროექტი „ახალგაზრდული გზაჯვარედინი“ მიზნად ისახავს აფხაზ, ოს და ქართველ ახალგაზრდებს (18-25 წლამდე) შორის მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას ერთობლივი მედია ტრენინგების და ინტერნეტზე დაფუძნებულ მედია კომუნიკაციაში რეგულარული ჩართულობისა და დიალოგის საშუალებით. 8 დღიანი მულტი-ეთნიკური მედია ბანაკის 15 მონაწილეს (სოხუმიდან, ცხინვალიდან და თბილისიდან) საშუალებას მისცემს შეიძინონ მედიასთან დაკავშირებული ტექნიკური უნარები და ითანამშრომლონ რეგიონალური ვებ პროექტის ფარგლებში.

ძირითადი მოვალეობები

- ახალგაზრდული მედია ბანაკის ტრენინგის (რომლის ფარგლებშიც მონაწილე ახალგაზრდები შეიძენენ მედია კონტენტის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს) მეთოდოლოგიის დიზაინი;

- ტრენინგის კურიკულუმის და დღის წესრიგის მომზადება და პროექტის გუნდისთვის წარდგენა;

- ტრენინგის 15 მონაწილისთვის (18-25 წლამდე) საქართველოდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან 8 დღიანი ტრენინგის ჩატარება;

- ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენება, რომელიც წაახალისებს მონაწილეებს ჩაერთონ სწავლის პროცესში;

- ტრენინგების ჩატარება და მასალის მომზადება რუსულ ენაზე.

აუცილებელი მოთხოვნები

- უმაღლესი განათლება და/ან სამუშაო გამოცდილება მედია მენეჯმენტში;

- მედია კონტენტის შექმნის გამოცდილება;

- ტრენინგის კურიკულუმის, მოდულების და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;

- გამოცდილება ახალგაზრდებისთვის მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგების ჩატარებაში;

- კომუნიკაბელურობა;

- რუსულ ენაზე პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

- სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან მუშაობის სურვილი;

- ადგილობრივი კონტექსტის ცოდნა და მულტი-კულტურულ გარემოში მუშაობის უნარი;

- რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;

- კომპიუტერული უნარ ჩვევები (M.S Excel, Word, PowerPoint)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული სამუშაოს აღწერილობა.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ინგლისურ ან რუსულ ენებზე (გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეზუმეს თან დაურთოთ 3 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონულ მისამართზე: kakulia@internews.ge

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2013 წლის 4 ივნისი, 07:00 PM

 

Техническое задание

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test