განცხადებები
დედლაინი
25.06
2013
ანონსი
პროექტის -“ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში” - შედეგების პრეზენტაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან (CPSS) ერთად გიწვევთ პროექტის -„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 25 ივნისს, სამშაბათს 12 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში“ (მის: თავისუფლების მოედანი 4). ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საჯარო დაწესებულებების ელექტრონული რესურსების - ოფიციალური ვებ-გვერდებისა და Facebook გვერდების 2012-2013 წლების მონიტორინგის ანგარიში, რეკომენდაციები მოქალაქეებსა და საჯარო სექტორს შორის ორმხრივი კომუნიკაციის გასაუჯობესებლად.
პრეზენტაციაზე IDFI აგრეთვე წარმოადგენს მოქალაქეების ჩართულობის პლატფორმის - www.ichange.ge-ს კონცეფციას.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს