შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

02.07

2013

ვაკანსიები

ვაკანსიები ჟურნალისტებისთვის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში

აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს ჟურნალისტთა კონკურსს შემდეგ თანამდებობებზე:

- ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციის პროდიუსერი;

- კორპუნქტების პროდიუსერი;

- წამყვან-რეპორტიორი;

- რეპორტიორი;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერი;

- თბილისის, ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის რეპორტიორები;

- დარგობრივი თოქ-შოუს წამყვანი;

- რადიოს ახალი ამბების რედაქციის პროდიუსერი;

- წამყვან-რეპორტიორი;

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ

- განაცხადი;

- ავტობიოგრაფია (CV);

- ფოტოსურათი;

- სამოტივაციო წერილი;

- დიპლომისა და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლები;

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge   აუცილებელია რეგისტრაცია.

საკონკურსო განცხადებების ნომრებია:

წამყვან-რეპორტიორი - #4256

ტელერეპორტიორი - #4250

პროდიუსერი - #4235

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 2 ივლისი 18;00 სთ.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველ ეტაპზე კომისია წარმოდგენილი განაცხადების (ავტობიოგრაფიისა და სამოტივაციო წერილის) მიხედვით მოახდენს კანდიდატების შერჩევას და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ პირებს.

მეორე ეტაპი - გასაუბრება.

მესამე ეტაპი - ტესტური გადაღებები და სიტუაციური კონკურსი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test